შეხვედრა

38 6 18
                                    

მაღვიძარის ხმასთან ერთად სიმღერის ხმა გაისმა ლი იუ ბუმისა და იუნას სახლში. აქ მხოლოდ ორნი ცხოვრობდნენ მაგრამ ამის მიუხედავად არასდროს არ იწყენდნენ. სამსახურის შემდეგ ხშირად მიდიოდნენ გასართობად, შემდეგ კი ავიწყდებოდათ როგორ მიდიოდნენ სახლში, მაგრამ მეორე დღეს ისევ მეორდებოდა ყველაფერი, სამსახური გართობა სახლი. იშვიათად ხდებოდა ისე რომ რომელიმეს ეწუწუნა თავისი ცხოვრების შესახებ მიუხედავად იმისა რომ ორივეს რთული წარსული ჰქონდა.

- ღვთის გულისათვის გათიშეთ ეს დედანატირები მაღვიძარა. დაიყვრია ლიმ მაგრამ რასაკვირველია ამას მის მაგივრად არავი არ იზამდა. ჯანდაბა რატომ არ გვყავს დამხამრე ამ დამპალ სახლში. დაიწივლა ბოლო ხმაზე.

- მოკეტე, თავი ამტკივდა. ახლა მეორე ოთახიდან გაისმა იუნას შეწუხებული ხმა.

- არ დგები?

- მეზარება. შენ არ დგები?

- მეც მეზარება. მაგრამ შენი ჯერია... საუზმე  გამიკეთე დროზე.

- გააჯვი. ბოლო ხმაზე ყვიროდნენ ორივე და თან თავი უსკდებოდათ.
შვიდ საათზე ორივე მზად იყო და საუზმობდნენ. მუშაობისგან გადამწვარები მაგრამ მაინც ცხოვრებით კმაყოფილები იყვნენ. უხაროდათ სიცოცხლე, უყვარდათ სამსახური რომელშიც მუშაობდნენ და რაც მთავარია ერთმანეთი ჰყავდათ.
ლის ოჯახთან ურთიერთობა აქვს გაწყვეტილი, ხოლო იუნა დასვენების დღეებში სტუმრობს ხოლმე მშობლებს და მეგობარიც თან მიჰყავს.

- იმედია დღესაც ისეთი საგიჟე არ იქნება.

- რავიცი ჩემკენ ძაან ქაოსი არაა.

- ეგ იმიტომ რომ შენ ქირურგი ხარ, მე კიდე მიმღებში ვარ.

- კაი რაა ნუ წუწუნებ. გუშინ რომ ვიყავი გამოსული ერთი კაცი ვნახე ეგეც ნაკაწრით და ვკვდებიო წიოდა.

- ნუ იტყვი, დაშავებულზე მეტი გონებრივად ავადმყოფია. ორივემ გაიცინეს და სახლიდან გავიდნენ. მართვის მოწმობა არცერთს არ ჰქონდა მაგრამ ეს მათი სურვილი იყო, კორეა სამარშუტო ტრანსპორტით მდიდარი ქვეყანაა ამიტომ არასდროს არ უწევთ ავტობუსის ლოდინი. სახლიდან სამსახურამდე ნახევარი საათი სჭირდებათ, ამიტომ გზაში ზოგჯელ სძინავთ ზოგჯელ კი უბრალოდ გზას უყურებენ.

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now