სისხლი

19 3 5
                                    

,, თვალი უნდა გაუსწორო, კი ხანდახან ადამიანები საშინელები არიან. ეგოისტები და ბოროტები, მხოლოდ იმაზე ღელავენ რაც თავად უნდათ და სჭირდებათ. ფიქრობენ ვის სტკენენ ან რამხელა ტკივილს აყენებენ ხალხს.
მაგრამ ყველა ცუდი არა, კარგებიც გვხვდებიან. ისეთები რომელთაც სურთ რომ ყველაფერი სწორად გააკეთონ. მაგრამ არასდროს იცი როგორ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა სანამ არ მისცეს შანს რომ დაგანახოს. შეიძლება გაგაოცონ კიდეც, ყველაზე კარგი გაგებით. ჩვენი ცხოვრება მხოლოდ გამოცდილებით არ ყალიბდება, არამედ ურთიერთობებით. მათით ვისაც ვუყვარვართ, ვინც გვიყვარს და რაც უფრო მეტია ასეთი კავშირები მით უფრო მშვენიერი ხდება ცხოვრება.,,

- იდიოტი, როდის მოასწრო ამის ჩადება ჩემს ჯიბეში. იუნა თვალცრემლიანი კითხულობდა ლის წერილს, იმ წერილს რომელიც იუნამ თავის ქურთუკში იპოვა, სავარაუდოდ ეს მაშინ ჩაუდო როცა გაიგო რომ პაემანზე მიდიოდა.

- ახლა რომ გაგეგო რაც გავუკეთე ეუნ ვუს ალბათ მეტყოდი მასეთ ბიჭს სადღა იპოვიო. არ ვიცი რა მჭირს, მგონი მომწონს, მაგრამ მაინც არ ვცდილობ მის შენარჩუნებას.

მისაღებ ოთახში მჯდარ იუნას ხელები თავზე ჰქონდა შემოლაგებული და ღრმად სუნთქავდა. სიბნელის გამო კამერის ჩანაწერებში არაფერი ჩანდა, მისი მეგობარი უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა ის კი ამ ყველაფერთან უძლურია. მოულოდნელად კარზე ბრახუნი გაისმა, თავიდან შეეშინდა იქნებ ისევ ის კაცები დაბრუნდნენო მაგრამ როდესაც ჭუჭრუტანაში გაიხედა მისდა გასაკვირად, ეუნ ვუ დაინახა. თვალები დააჭყიტა და კარი გააღო. ბიჭს ხელში ორი უზარმაზარი პარკი ეჭირა, პროდუქტებით სავსე და გოგონას უღიმოდა.

- ვიფიქრე ასეთ დროს მარტო ყოფნა უკანასკნელია იმ სიაში რაც შენ გსურს.

- მართალი ხარ, შემოდი. იუნა გვერდით გაიწია და ეუნ ვუც სახლში შევიდა.

სამზარეულოში შევიდნენ, იუნა სკამზე ჩამოჯდა ეუნ ვუ კი პროდუქტების ამოლაგებას შეუდგა.

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now