გაუგებრობა

198 23 10
                                    

დაფეთებულმა თვალები გავახილე. "ღმერთო, ის კოშმარი სიზმარი ყოფილა" გავიფიქრე. მთვარის ვერცხლისფერი შუქი მზის ოქროსფერ ნათებას შეეცვალა. დამშვიდებული წამოვიწიე საწოლიდან მაგრამ ვინ მაცადა? ნინი თავზე დამახტა და ჩამკოცნა.

-ნინი, გაჩერდიი! ხომ იცი არ მიყვარს მასე რომ იქცევი!

-გაგებუტე-ტუჩები გაბუსხა და ოთახიდან გავიდა.

ნელა ჩავიცვი. დედა სულ მეჩხუბება რეჟიმი მოიწესრიგეო მაგრამ ცალი ყურიდან შესულს მეორედან ვუშვებ. ზაფხულის არდადეგებზე სულ შუადღისას ვიღვიძებ. მთქნარებით გავდივარ სასტუმრო ოთახში. ნინის უკვე მოუსწრია ტელევიზორის ჩართვა ბოლო ხმაზე. გვერდზე ვუვლი და სამზარეულოსკენ მივდივარ.

-დიდება შენს აბრძანებას!-მესმის დედას გაბრაზებული ხმა. გაზქურასთან დგას და ჩემთვის საუზმეს ამზადებს. მასთან მივდივარ და ვეხუტები.

-დედააა რატომ მიბრაზდები გუშინ გვიან დავიძინე და იმიტომ გავიღვიძე ასე გვიან. მთელი ღამე სეულის სასწავლებელზე ვფიქრობდი, თან მე ხომ ერთი წლით მივდივარ და დიდხანს ვეღარ გნახავთ...

-ბაბი, დე, არ ინერვიულო მაგაზე, შენთვის ასე სჯობს, წახვალ, ოცნების ქვეყანას ნახავ, დაათვალიერებ, ისწავლი და განვითარდები. რაღაც ყოველთვის უნდა დათმო თუ წარმატების მიღწევა გინდა...

დედაჩემს სიტყვას ნინის ყვირილი აწყვეტინებს.

-ბაბიი, უნივერსიტეტიდან ისევ მოვიდა წერილი!

-რაა?- გაოგნებული და გახევებული ვდგავარ, ნუთუ რამე შეეშალათ? ადრესატი აერიათ? სანამ ნინი შემოვიდოდა ათასმა აზრმა გამიელვა თავში. შენჯღრევამ გამომაფხიზლა.

-ბაბი, რაღას უცდი, გახსენი- კონვერტი შემომაჩეჩა ნინიმ.

ხელებაკანკალებულმა შემოვახიე წერილს კონვერტი და კითხვა დავიწყე :"დიდ ბოდიშს გიხდით შეცდომისთვის. ფრენა არა სექტემბერში, არამედ აგვისტოშია, 25 აგვისტოს. კიდევ ერთხელ მოგვიტევეთ."

Never GoneWhere stories live. Discover now