პეპელა...

193 17 4
                                    

*კითხვისას მოუსმინეთ BTS butterfly - ს*



როგორც კი დღიურში ბოლო ჩანაწერი გავაკეთე, კალამი გვერდზე გადავდე, დღიური დავხურე და ჩანთაში ჩავუძახე. ნელი, ფრთხილი ნაბიჯით ფანჯრის რაფასთან მივედი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. ღმერთო, რამდენი ვარსკვლავია... ამდენი დიდი ხანია არ მინახავს... ბავშვობის შემდეგ... 

რატომ, რატომ მახსენებს ყველაფერი ბავშვობას? იმ საშინელ წლებს, რომლის დავიწყებასაც ყველაფრით ვცდილობ, მაგრამ მაინც არაფერი გამომდის... რადგან ეს დამღა სამუდამოა... 

ერთი ურჩი ცრემლი თვალიდან გამექცა და ლოყაზე ჩამოგორდა. ხელის ფრთხილი მოძრაობით ვიშორებ ცრემლს ლოყიდან და სველ თითს ვაკვირდები. მთვარის მოვერცხლისფრო შუქით განათებულ მუქ კანზე ცრემლი თვალისმომჭრელად ბრწყინავს...

ბოლომდე გამოღებული ფანჯრიდან ოთახში ზაფხულის თბილი სიო შემოიჭრა და თმა ამიწეწა. თვალი მოვავლე ჩაძინებულ, ბურანით მოცულ სეულს, და გამახსენდა ღამის თბილისი, ულამაზესი ხედი და დიდებული მთვარე...

ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო... საიდუმლო, რომლის გამხელაც არავისთვის შეუძლია... ყველა ინახავს გულში ღრმად ჩამარხულ მოგონებებს, და ზოგი მთგანი სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ვიცოდი, რომ ოდესღაც ეს გრძნობები გაიღვიძებდა...

უკვე ბოლო წელია, რაც ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი... ემოციებს ვეღარ ვმალავ, არადა წლები შევალიე ამ თვისების გამომუშავებას...

რაფაზე შემოვსკუპდი და თავი მუხლებზე დავდე. გრძელი, შავი თმა მთელ სხეულს სასიამოვნოდ მოედო. 

თვალები დავხუჭე და შევეცადე, აღარაფერზე მეფიქრა...

სრულიად ჩაბნელებულ გვირაბში გულამოვარდნილი მივრბივარ... არ უნდა გავჩერდე...

სინათლე ნაბიჯს მანელებინებს, მაგრამ ვერ მაჩერებს. იმ სინათლეში ვიღაც დგას... მასთან უნდა მივიდე...

Never GoneWhere stories live. Discover now