2. დავალება I •შუალედი•

461 62 3
                                    

დიდი ცხრიანი დაიძრა სეულის ნაციონალური ბანკისკენ:

-სახურავიდან შევდივართ, გასაგებია? - იკითხა დიომ.

-არის სერ! - უპასუხა დიდმა ცხრიანმა.

ორი კილომეტრი გაიარეს სახურავებზე ძრომაში და ბოლოს მიაღწიეს პოლიციით გარშემორტყმულ სეულის ნაციონალურ ბანკს. ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ტერიტორია მთლიანად გაეწმინდა პოლიციას, მაგრამ ხალხი მაინც აწყდებოდა ხელოვნურ ბარიერებს.

-იდეალურია საქმეც შეგვიმსუბუქდა. - თქვა უფროსმა, როცა ირგვლივ, ტერიტორიას თვალი გადაავლო, - გენერალთან გადავრეკავ და შევატყობინებ, რომ შიგნით შევდივართ და ხელი არ შეგვიშალონ.

-საბოლოო გეგმა განაღმვა და ხალხის გამოყვანაა? - იკითხა სეჰუნმა.

-სავარაუდოდ ეგრეა, თუ მონოტონურმა კადრებმა არ მოგვატყუა. შესაძლოა მძარცველები შიგნით იყვნენ. დარწმუნებული არ ვარ. - ლეი გამოეპასუხა.

- იქით, სახურავზე გადავალ, - მიუბრუნდა ჩვენი სნაიპერშა სეჰუნი დიოს, - ექვსიდან რვა წუთამდე ვადებში მზად მექნება იარაღი. - დაამატა და თავის სნაიპერ რიფლს დაავლო ხელი.

დიომ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად, "ხაზზე იყავიო" დუმატა და გენერალს დაუკავშირდა დაცული რაციით. მოკლე საუბრის შემდეგ, უფროსი ბიჭებს დაუბრუნდა:

-ბურთი და მოედანი ჩვენია, ახლა მთავარია სხვის კარებში არ გავიტანოთ გოლი. -თქვა მან და მერე ჩენს მიმართა, - მაგნიტები წამოიღე?

-კი და ევაკუატორებიც. - მოიხსნა ჩანთა ზურგიდან.

-გყვარობ! -  დიომ ყურსასმენი ხელით შეისწორა და ბექიონს მიმართა, რომელიც ფურგონიდან აკონტროლებდა სიტუაციას, - რომელი სართულია ყველაზე უსაფრთხო შესასვლელად, ბექიონ?

-ჩემი მონაცემების მიხედვით, სახურავი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა შეიძლება ბოლო სართულიც გამოდგეს.

დიდი ცხრიანი || BIG NINE ✓Where stories live. Discover now