XV - გარიგება ეშმაკთან

72 16 5
                                    

ტაოს სიკვდილით განადგურებული სეჰუნი ადილაზე შურისძიებას შეეცადა, ქაიმ კი დახმარება აღმოუჩინა... უნდა მომიტევოთ ამ თავში აწმყოს შეწყვეტა და ადილას "წინა, პარიზულ ცხოვრებაზე" თხრობის გაგრძელება😁ამ თავებში ბევრ საკითხს აეხდება ფარდა😇რომ არ დაიბნეთ, გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა ადილა თავის მეგობრებთან - ნამჯუნთან და ლუციასთან ერთად მოსაწყენ გაკვეთილს ესწრება სკოლაში და რაღაც უჩვეულო იდეა ეწვევა.
------------------------------------

Flashback 4 - ადილას P.O.V

დიდი პაუზის შემდგომ გაკვეთილით სერიოზულად პირველად ვინტერესდები.

იდეა მებადება. იდეა, თუ როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება. გიჟური, შეშლილი, ბევრისთვის - არამართებული თეორიაა, მაგრამ მაინც თეორიაა. იდეა იმ არაორდინალურმა, წარმოუდგენელმა, ზებუნებრივმა მოვლენამ მომაწოდა, რომელიც 24 აპრილს, სამშაბათს, მესამე გაკვეთილზე მოვისმინე...

გაკვეთილზე, რომელსაც შეეძლო, შეეცვალა ჩემი ცხოვრება. ფანტაზიებში მაინც.

ჩემთვის პერმანენტული გახდა გულცივი, უნდო დამოკიდებულება ყველას მიმართ. ნუთუ ვერავინ გამიგებს? ნუთუ ჩემ გარდა არავის ჰქონია ისეთი მოთხოვნილება, რომ უბრალოდ უნდა, თავი დაანებონ? ყველა სრულყოფილებას ელის ჩვენგან, განსაკუთრებით - უფროსები და მცდარ ნაბიჯებს ჩასაფრებული მონადირეებივით უთვალთვალებენ. ქვეყნიერებას მოაკლდა ფერადი სპექტრი... ჩემს თვალში ასეა. წარმატებული ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ რის ფასად ეს ყველაფერი? პიროვნების შეგრძნებისა და ნერვების გაჩანაგების?

სარკის მიღმა/Beyond The MirrorHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin