XX - ყინული ლღვება

55 7 2
                                    

სალამი მეგობრებოო😍საკმაოდ დიდხანს გალოდინეთ, ვიცი, მაგრამ მქონდა საპატიო მიზეზი -ამ ფიკზე დაყრდნობით გოთურ მოთხრობას ვწერდი, რომელიც ახლახანს ჩაუშვეს ამაზონზე გაყიდვაშიი 🎉😳⭐️ ახლა ჯი, ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, არცთუ ნაჩქარევად დაწერილი თავით ისიამოვნეთ ❣️

-----------------------

ადილას P.O.V

კარზე კაკუნია. ალბათ, ჯონგინმა დამამშვიდებლები მომიტანა - დაკრძალვის შემდგომ ვთხოვე, სანამ ოთახში გამაცილებდა.

- მობრძანდით! - ყელი აშკარად უკეთესად მაქვს. აღარ ვხავი დაობლებული ყვავივით.

კარი ნელა იღება, თითქოს ვიღაც ყოყმანობს, შემოვიდეს თუ არა.

- სეჰუნ?! - ელდანაკრავივით ვხტები ფეხზე. სასწრაფოდ უკან ვიხევ და მაგიდას სკამებიანად ვაყირავებ.
- წადი! აქ რას აკეთებ? გაეთრიე!!! სასწრაფოდ! ახლოს არ მომეკარო!

- ადილა, დამშვიდდი, - ფართოდ გაშლილ ხელებს წინ სწევს და მანიშნებს, დავჯდე, - მინდა, ცოტა ხნით დაგელაპარაკო.
- რაზე? რაზე უნდა მელაპარაკო? სალაპარაკო არც არაფერი გვაქვს! გაეთრიე-მეთქი!
- ადილა, ძალიან გთხოვ, დაწყნარდი. ჯონგინის ხათრით. აქ მოსვლა სწორედ მან მთხოვა.

ხელებს უღონოდ ვუშვებ დაბლა. იქნებ, მატყუებს? ჯონგინი მას ასე ვერ გამოუშვებდა ჩემთან. ვერ დაუშვებდა, ისევ რამე დაეშავებინა ჩემთვის. შემპირდა და პირობას ვერ და არ გატეხდა. მისი თბილი მზერა ცრუ ვერ იქნებოდა.

- ტყუი! - რაც შემიძლია, ხმამაღლა ვყვირი, თუმცა ჩემს ხმაში აშკარად აღარ იგრძნობა წეღანდელი თავდაჯერებულობა.
- მითხრა, რომ ჩემგან დაგიცავდა. ყველგან და ყოველთვის. ასე რომ, მართლა მან მირჩია შენთან მოსვლა. დამშვიდდი, - ნელა და გასაგებად წარმოთქვამს სეჰუნი.

სარკის მიღმა/Beyond The MirrorWhere stories live. Discover now