1

1.4K 59 6
                                    

-სუჯი! სუჯიი!!

-მმ, რა მოხდა?

-ლექცია რომელზე გაქვს?

-ათზე, რა იყო?

-ოცი წუთი აკლია ათს.

-რაა? - წიგნიდან თავს ვიღებ.

-გვიანობამდე მეცადინეობდი?

-ჰო. - უკვე ტუალეტიდან ვპასუხობ.

-დროზე, თორემ დაგაგვიანდება.თუ გინდა მიგაცილებ.

-შენ არ გაქვს ლექცია?

-საღამოს მაქვს.

-კარგი.

გამარჯობა, მე პაკ სუჯი ვარ, 19 წლის, კოლეჯის მოსწავლე. მეორე წელია რაც აქ ვსწავლობ. კოლეჯი სავსეა სწერვა და ამპარტავანი გოგო-ბიჭებით, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლეჯია სეულში. აქ მხოლოდ ისინი ირიცხებიან ვისაც ფულიანი მამიკოები ყავთ, შესაბამისად თავიანთი ოჯახით ყველას თავი მოაქვს და სხვებს, რომლებიც მათნაირად თავს არ იწონებენ, არაფრად აგდებენ. კოლეჯში ისეთებიც არიან (მაგრამ მცირე რაოდენობით), ვინც მათი წარმომავლობის მიუხედავად მსგავსი სიყალბით და ამპარტავნობით თავს არ იწუხებს და ჩვეულებრივი მოსწავლის როლს ირგებს. ერთ-ერთი მათგანია ჩემი ოთახის მეზობელი, თეიონი. ხშირად ვფიქრობ, ის რომ არ ყოფილიყო ჩემი ოთახის მეზობელი რა მეშველებოდა. მამამისი ერთ-ერთი გამოჩენილი ბიზნესმენია, ნებისმიერი კვირის, ნებისმიერ გაზეთში ან ჟურნალში
შანსი არაა, მისი სახელი არ ეწეროს. ამის მიუხედავად თეიონი დიდად არ ცდილობს ეს საკუთარი პოპულარობის გამო გამოიყენოს, პირიქით ხშირად არც საუბრობს მის წარმომავლობაზე. იმიტომ კი არა, რომ რცხვენია ან რაიმე მსგავსი. არა. უბრალოდ არ უნდა ხალხი, მხოლოდ იმიტომ ემეგობრონ, რომ მამამისის შვილია.
რაც შემეხება მე, არც ფულიანი დედ-მამა მყავს და არც ინსტაგრამის მოდელი ვარ. მეტიც, სეულში არც დავბადებულვარ. მამა და დედა დეგუში რესტორანს ამუშავებენ, მეც დეგუდან ვარ. მთელი ბავშვობა ოცნებად მქონდა დასახული, რომ სეულის აკადემიაში ჩავრიცხულიყავი. ჩემს ოჯახს არასდროს ჰქონია ფული, რომ ჩემი სწავლისთვის ეხადა, მაგრამ სულ ცდილობდნენ, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ ჩემთვის.
ახლა კი ჩემი ოცნება რეალობად ვაქციე და სრული დაფინანსებით ჩავირიცხე აქ, ყველა ბავშვის ოცნების აკადემიაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა აქაურობასთან შეგუება. რატომღაც თვითონ ადამიანზე მეტად აქ ადამიანის წარმომავლობა უფრო მნიშვნელოვანია. თავიდან ენ რაოდენობით მტერი დავიგროვე, აღარც მინდოდა აქ სწავლა, მაგრამ ასე ადვილად არ დავთმე ჩემი ერთადერთი ოცნება და საცოდავად ცხოვრება გავაგრძელე. მალე ოთახი მომცეს, აქ გავიცანი თეიონი, ის რომ არა ალბათ მართლა წავიდოდი კოლეჯიდან. ის ერთი წლით ჩემზე დიდია და გამოცდილებაც ერთი წლით დიდი ჰქონდა. იცოდა როგორი ხალხი დადიოდა კოლეჯში და ერთი-ორი რჩევაც მომცა. ამის დახმარებით მეგობრებიც გავიჩინე და აქ ცხოვრება ბევრად გამიადვილდა.

ლექციაზე ხუთი წუთით დამაგვიანდა, კლასში ისეთი ხმაური არ ყოფილა, მაგრამ ყველა ჩურჩულებდა. გამიკვირდა, თანაც ლექტორი ჯერ არ იყო მოსული.

-სუჯი! მოდი. - დამიძახა ჯისუმ.

-რატომ დაგაგვიანდა? - შემეკითხა მომო.

-ჩამეძინა. რა ხდება? ყველა რატომ ჩურჩულებს?

-ახალი მოსწავლე ჩაირიცხა კოლეჯში.

-შუა სემესტრში? ვაიჰ, ალბათ მამამისი ლი სომანია.

-არავინ არ იცის ვინაა.

- სერიოზულად? არც კოლეჯის "პრინცესებმა"?

-ჰო, არავინ.

-არაუშავს, მოვა და ვნახავთ. არამგონია მთელი კოლეჯის სალაპარაკო იყოს, ალბათ აკადემიას კიდევ ერთი ფაქბოი შეემატება მისი სახით.

-ხო, ალბათ. -ამის თქმა იყო და კარი ლექტორმა შემოაღო. კლასი ისე იყო გართული, რომ თავი არ აუწევიათ.

-გავიგე, რომ მაგარი ოჯახებიდან ხართ, მაგრამ გამარჯობის თქმა ელემენტარული ზრდილობაა.

ბატონი კიმი. კორეულის ლექტორი. ჩემი ერთადერთი საყვარელი ლექტორი მთელ აკადემიაში. ადრე აიდოლი იყო, ახლა კი ლექტორად მუშაობდა. არა იმიტომ, რომ ფული არ ჰქონდა, არამედ სახლში ჯდომა ეზარებოდა.

-მას, ხომ არ იცით ახალი მოსწავლე ვინაა? - იკითხა კლასში ერთ-ერთმა.

-მოვა და ნახავთ. მე რატომ მეკითხებით?

-ანუ იცით?

-არა. არ ვიცი.

-მას, თქვენ ხომ აიდოლი იყავით?

-ეს არც თემას და არც ჩემს საგანს შეეხება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთ დროს ყველა გოგონა ჩემზე იყო გადარეული. მე ხომ სუპერ ჯუნიორის კიმ ჰიჩოლი ვარ. - და თვალი ჩაგვიკრა. კლასი უხერხულად შეიშმუშნა. ბატონმა კიმმა კი ჩაახველა და განაგრძო. - ამოიღეთ წიგნები და 309ე გვერდზე გადაშალ——

კარზე კაკუნის ხმა გაისმა და შემდგომ კი კარის გაღების. თავი ავწიე და ბიჭი დავინახე, რომელიც აქამდე აქ არ მინახავს.

-მოიცა, ეს?

კლასი კვლავ აჩურჩულდა.

-შეიძლება? - თქვა ბიჭმა და აუდიტორიაში შემოვიდა.

-მობრძანდით, ბატონო მინ.

FIRST LOVE // YOONGIWhere stories live. Discover now