დასასრული დასაწყისამდე დგება

60 2 0
                                    

თავი პირველი

ზოგჯერ თვალს, რომ დავხუჭავ უცნაურ გამოსახულებებს ვხედავ, თითქმის არა ამქვეყნიურს, ხანდახან, ლამაზს და სიმშვიდის ფერებში გახვეულს, ხანდახან, შემზარავს და ამაზრზენი გრძნობების ქარბუქში შეკოწიწებულს.ნივთებს, ცოცხალ არსებებს და ყველაზე უკიდურესს-
გრძნობებით ჩამოყალიბებულ ფორმებს, რომელთაც სპეციფიკური სუნი და გემოც კი აქვთ. ფერების კონტრასტით ვხვდები ჩემთვის საშიშროებას წარმოადგენენ, თუ არა, მაგრამ ხანდახან, ყველაზე მეტად ლამაზი, სასიამოვნო არომატის და გემრიელი გემოს მქონე ფორმები მაშინებენ.
რატომ ხდება ასე?! იმიტომ, რომ ყველაფერი ნეგატიური, ისედაც ნეგატიურად აღიქმება, მათ მიღმა უკვე არაფერია სხვა და ეს ნაკლებად გვაშინებს ადამიანებს, თუმცა რაიმე პოზიტიური, ყოველთვის არ ასოცირდება კარგთან, ამიტომაც არის საშიში ის რისგანაც ცუდს არაფერს ელი.
მე კი უბრალო მოკვდავი, ყოველთვის ველი რაღაცას, რაღაცისგან, ამიტომაც მინდა დასაწყისის დასასრული მალე დადგეს, რომ მოლოდინი უკვალოდ გაქრეს და ჩემი უსასრულო ძიება დამთავრდეს.
დამთავრდეს იქ, არა საიდანაც დაიწყო, არც იქ სადაც განვითარდა, არამედ იქ, სადაც მას ადგილი არასდროს ჰქონია.სადმე, სადმე.
-მაგრად გაკლია შერი.

-შერი მაგარი შერეკილია.

დაიწყეს ისევ, ჩემი რომანის ბოლო სიტყვების მასხრად აგდება, ჩემმა ეგრედ წოდებულმა მეგობრებმა.

-კაი, სახეზე გაწერია რისი თქმაც გინდა და მაგიტო მოვკეტავ ხო?

ეს რიტორიკული შეძახილების მოყვარული, ჩემი ბავშვობის მეგობარია დიმა, სასტავში ძიმკას ვეძაცით.

-მოკეტე,მაგრამ ასეთი რთული წინადადებები , რატო უყვარს ამ ბავშვს, ჩვენ რო ვერ გავიგით, თუ რა თემაა?

-ხო თინა ათიანში გაარტყი, ნახე IQ რამდენი გაქვს პროგრესია სახეზე.

აქ ჩემი საფლავი არ არისWhere stories live. Discover now