დასასრული პირველი

9 1 0
                                    

რამდენიმე საათიანი მგზავრობის და უაზრო საბჭოთა დროინდელი მუსიკების მოსმენის შემდეგ, საკმაოდ ხანშიშესული ავტობუსი გაჩერდა და ასევე ხანშიშესული მძღოლის ხმა მომესმა უკან მჯდომს.
- მოვედით, აქ ვინ ჩამოდის?
- მე ჩამოვდივარ, საბარგულში ჩანთებიც მაქვს.

ერთი ზურგჩანთა, ჩემოდანი და კიდევ პატარა ხელჩანთა ჩემი 1 თვიანი არსებობისთვის საჭირო ნივთებით იყო გამოტენილი. ავტობუსს კი რომელსაც აქამდე ჩამოვყევი უკანასკნელი მზერა გავაყოლე, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ უკან დასახევ გზას აღარ ვიტოვებდი.
ჩემი ბარგით ხელში რამდენიმე მეტრი გავიარე და იმ ეზოსთან აღმოვჩნდი სადაც ჩემი კოტეჯი იდგა. ჩემ და საუბედუროდ გარეთ არავინ იყო, რამაც არასასიამოვნო ფიქრებში გადამაგდო: "ვაი თუ მხოლოდ მე და გიორგი ვართ ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას", " რას იფიქრებს, რომ დამინახავს".
მოკლედ თავში ათასმა აზრმა გამიელვა, თუმცა ეზო ისე გადავიარე და ჩემს კოტეჯს ისე მივადექი სულიერი არავინ შემხვედრია.
რამდენიმე წუთი დამჭირდა ნივთებისთვის ადგილის გამოსაძებნად, მერე წყალი გადავივლე და მგზავრობისგან დაღლილმა საწოლს მუვაშურე. მალევე ჩამეძინა და თვალი რომ გავადილე ,უკვე შებინდებული იყო, საათი მაინტერესებდა და ტელეფონი ავიღე, მაგრამ იმ წამსვე ძიმკას ნიმერი ამოვარდა ეკრანზე.
- გირეკავდი, სად ხარ?
- მეძინა, რა ხდება?
- არაფერი მომენატრე, წახვედი სადმე , თუ არა?
- რამდენიმე საათის ჩამოსული ვარ, 1 თვით ვიქირავე კოტეჯი. შენ რას შვები, ერთობი მაქეთ?
-კი ხო იცი მე ჩერნობილში რომ წამიყვანო იქაც გავერთობ.მისმინე რატო არ მეუბნები სად ხარ კონკრეტულად, შემიძლია ერთ ორ კვირაში ჩამოგაკითხო.
- რო არ ჩამომაკითხო, მაგიტო არ გეუბნები. მინდა ეს დრო ჩემი თავისთვის გამივიყენო... ცოტა განტვირთვა მჭირდება ყველაფრისგან.
- კაი , როგორც გინდა. ისე ხო იცი, როცა დაგჭირდე...
- კი ვიცი ნუ გეშინია, არ მომერიდება.
- შერ, სერიოზულად არ მიიღო ის მაშინ რო გითხარი, ცოტა ნასვამი ვიყავი და ამერია ხო იცი...
- დაიკიდე, არც მიფიქრია არაფერი. კაი წავედი ძაან მშია და მერე შეგეხმიანები.
- კაი მიდი. შერ...
- ხო?
- არაფერი, არაფერი. დაგირეკავ მერე.

დიმას და მე ბევრი რამე გვაკავშირებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ჩვენი უბედურებაა, რომელსაც კონკრეტულ რიცხვში ერთად ვიზიარებთ. 27 მაისი დღე , როცა ერთად დავკარგეთ მშობლები. ძიმკამ დედა მე კიდე ორივე ერთად. ჩვენს შორის ბევრი რამეა რისი ახსნაც შეუძლებელია სიტყვებით, ამიტომ არც ვეცდები.
ვიცი ასეთი ტრაგედიები ბევრ ადამიანში აღვივებს  ტრავმას, მაგრამ ჩემი შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბებაზე ამ მოვლენებს დიდი გავლენა არ ჰქონია, სწორად გამიგეთ, იმას არ ვამბობ რომ მშობლების სიკვდილი ისე გადავიტანე ვითომ მეზობლის ძაღლი მომკვდარიყო, არა პირიქით თუ ჩემს ემოციებს საზღვარი გააჩნიათ იმ დღეს მაგ საზღვარსაც გადასცდა. იმის თქმა მინდა, რომ მანამდეც ასეთი ვიყავი სანამ მშობლებს დავკარგავდი.
კაი მოვრჩეთ წარსულზე ლაპარაკს მომავალს მივხედოთ ჯობია.
იმედია მომავალი იქნება? არა?

აქ ჩემი საფლავი არ არისWhere stories live. Discover now