ლამაზი ხედი

9 1 0
                                    

თავი მეოთხე

ჩემი ჩასვლის მომენტიდან ერთი წამითაც არ მიფიქრია,რომ აქაურობაში რამე ლამაზი ან სასიამოვნო იყო, სანამ ფანჯრიდან გადახედვისას გიორგის მირაჟი არ დავინახე. ამ დროს რას აკეთებენ გოგოები? მართალი ხართ სარკე და მისი ჯანი. სწრაფად სარკესთან მივვარდი და "არა მაკიაჟის" მსგავსი მაკიაჟი გავიკეთე, სხვაგვარად ნატურალური ეფექტის მქონე მაკიაჟი ქვიაო გამიგია. რამდენიმე წუთში ეზოში გავედი, მაგრამ გიორგი არსად ჩანდა, თუმცა კოტეჯის მეპატრონე ს კი ნამდვილად შევრჩი ხელში.
-შერი?
-დიახ, გამარჯობა.
-როდის ჩამოხვედით, არც გამიგია?
-არაუშავს, რამდენიმე საათის წინ.არავინ იყო სიახლოვეს და პირდაპირ ჩემს კოტეჯს მივადექი.
-კიდევ კარგი აქ მანამდე ჩამოხვედი დასათვალიერებლად,თორე მეც ახლა მოვედი და ,ალბათ, სახლში ვერ შეხვიდოდი. კაია გასაღები, რომ წაიღე.
- არაფერია, ჩემი ბრალია რომ არ დაგირეკეთ წინასწარ, სულ გადამავიწყდა.
-მთავარია აქ ხარ, როგორ მოეწყვე?
-მადლობა, კარგად.
-თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე ხანდახან ისედაც შემოგივლით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცოდე არ მოგერიდოს.
-კარგი მადლობა. ქალბატონო მერი, აქ რამდენი კოტეჯი გაქვთ?
-სულ 3 ერთ ეზოში. მაგრამ ჯერ მარტო 2 გავაქირავე, ისიც საოცრებაა ამ ახალგაზრდებს აქ რომ მოგინდათ დასვენება ამდენი ადგილიდან მადლობები დიდი.
-ხო ჰაერის გამოცვლა კარგია, ანუ სულ 2 ვართ? მეორე კოტეჯში ვინარის?
-ახალგაზრდა ბიჭია გიორგი ქვია, წამოდი გაგაცნობ.
-ხელს ხომ არ შევუშლი?
-არა რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკე და იმანაც იკითხა.
-კარგი.

ალბათ, შეამჩნევდით ჩემს უსინდისო არსობას. დიახ ამ წამს თავი ისე მოვიკატუნე, რომ მე რომ არ ვიყო ვერც მივხვდებოდი.
მიზანი ამართლებს საშუალებას სწორედ ამ შემთხვევაში და ამ წამს.
რამდენიმე ნაბიჯი გავიარეთ და გიორგის კარს მივადექით, რომელიც დაკაკუნებამდე გააღო მეპატრონემ. კი მომერიდა, მაგრამ მე ვინ ვარ , რომ სინდისმა შემაწუხოს. სინდისი რომელი? საჭმელია რამე თუ დასალევი? არვიცი არვიცი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 28, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

აქ ჩემი საფლავი არ არისWhere stories live. Discover now