18.

992 137 25
                                    

ქუქი ნელა მიიწევს ქუჩებში. გრილი სიო უბერავს. ცივი ჰაერი სახეზე ელამურება და თითქოს მის ახლახანს წამოსულ ცრემლებს აშრობს. როგორ უნდა უკან გაიხედოს და იქ  თეჰიონი დახვდეს, მაგრამ...

„დავივიწყო ის კოცნა? ეს ხომ შეუძლებელია?"საკუთარ თავს ეჩურჩულება და პატარა პარკში შედის. ირგვლივ სიწყნარეა. თითქოს აქ ნაკლებად აღწევს ქუჩებში მოსიარულე მანქანების  ხმაური. ბიჭი ერთ-ერთ ხესთან ჯდება და თავს რბილად ასვენებს შეტყუპებულ მუხლებზე.  თვალები ტირილისგან ეწვის, ამიტომ უბრალოდ ხუჭავს და დროს აჩერებს.  დროის დაბრუნება რომ შეეძლოს, ალბათ საერთოდ არ დაიბადებოდა. ასე ხომ ამდენ ადამიანს მოხსნიდა ტვირთს..

ჯიბეზე ვიბრაციას გრძნობს. ქუქი არ ტოკდება. ახლა არავისთან საუბარი არ უნდა.  ვიბრაცია კი  არ წყდება, ამიტომ ბიჭი სწრაფად აძვრენს ტელეფონს და განათებულ ეკრანს უყურებს. ჯიმინია. ქუქი გამორთვის ღილაკს აჭერს და ისევ ჯიბეში აბრუნებს.  ჩვეულ პოზაში ჯდება და გარშემო იყურება. ირგვლივ რამოდენიმე წყვილი მოკალათებულიყო მწვანედ შეღებილ სკამებზე, რომელსაც საღებავი ოდნავ გაქეცვოდა. ერთმანეთის  გაყინულ სხეულებს მჭიდროდ ეკვროდნენ და ამ გზით ცდილობდნენ გათბობას. ქუქს სურვილი  გაუჩნდა მისთვისაც ოდესმე ისე შემოეხედათ, როგორც ისინი უყურებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ქუქს ბევრი სურვილი აქვს, მათი ახდენის შანსი კი ისეთივე მცირეა, როგორც ზაფხულში თოვლის წამოსვლა. ქუქი იღიმის და გვერდით იყურება,როდესაც რაღაც შეხებას გრძნობს. ხესთან მობუზულ პატარა ლეკვს ამჩნევს, რომელსაც ბეწვი სულ აბურდვოდა, თვალებში ნაპერწკალი ჩაქვროდა, ცალი ფეხი კი ოდნავ ჰაერში დაეკავა. იმდენად უმწეო შესახედი იყო, რომ ქუქმა მასში საკუთარი თავი დაინახა. თითქოს თანაგრძნობის ნიშნად დაიხარა და პატარა არსებას ბეწვზე თითებით ეამბორა. საწყალი, სულ გაყინულა. ალბათ რამდენი ხანია ასე დაიარება, ეულად..

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now