19.

1K 141 28
                                    

-ქუქ, სიარული შეგიძლია?-ჯიმინი ბიჭს გვერდით უდგება და ხელს მხარზე ადებინებს.

-ეს  უნდა ავღნიშნოთ.-ნამჯუნი აჟიტირებული იძახის და თვალებით მანქანას ეძებს ავტოსადგომზე.

-მაშინ პირდაპირ ჩემთან მივდივართ, უარს არ მივიღებ.-საუბარში  ნამჯუნის გვერდით მომავალი ჯინი ერთვება.

-ბიჭებო, მე აბაზანა მჭირდება ჯერ, მთლიანად დასვრილი ვარ.-ქუქს გაეცინა და საკუთარი მოუხერხებლობა გაახსენდა, თუმცა სწორედ ამ დაცემამ მოუტანათ მათ გამარჯვება.

-კარგი ქუქ, მაშინ შენ მამაჩემი წაგიყვანს სახლში და მერე ერთად მოდით ჯინთან, ჩვენ იქ ვიქნებით.კარგი, მამა?-ჯიმინმა მამამისს შეხედა, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად მიჰყვებოდათ მათ.

-ხო, რა თქმა უნდა.-სიტუაციაში ერკვევა და თავს მაღლა სწევს.

ბიჭები ნამჯუნის მანქანაში თავსდებიან და ჯინის სახლისკენ დაიძრნენ.

-დამეყრდენი.-ქუქი თეჰიონს ხელებს ხვევს და მასზე დაყრდნობილი მანქანისკენ მიიწევს. არადა ფეხზე უბრალო ჭრილობა აქვს, თუმცა მოსწონს ეს სიტუაცია, ასე ხომ თეჰიონთან ახლოს ყოფნის საშუალება ეძლევა, ბიჭისთვის, კი ასეთი ზედაპირული შეხებაც კი მოქმედებს.

-როგორი მოუხერხებელი ხარ. რამე რომ დაგშავებოდა?-თეჰიონი გაბრაზებას განაგრძობს და წელზე ძლიერად უჭერს მძლავრ თითებს.

-ამაზე არ დაფიქრდი? რა დროს გამარჯვება იყო, შენს თავზე უნდა იზრუნო.-მკაცრი მზერით ჩამოხედა უმცროსს და პირდაპირ მის სახეს გადააწყდა, რამოდენიმე სანტიმეტრის მოშორებით.

-მოვედით.-ქუქი გვერდით იხედება და მამაკაცს შორდება. კიდევ კარგი, თორემ შეიძლება თეჰიონის ხელებშივე დამდნარიყო.

თეჰიონი ადგილს საჭესთან იკავებს. გვერდით იხედება და უმცროსის პროფილს შეჰყურებს. სახე მთლიანად ნაცრისფრად ჰქონდა მოთხუპნული, თეთრ ფორმას, კი პირვანდელი ფერი სულ დაკარგვოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც...მშვენიერი იყო?  სიმართლე ესაა, ამიტომ თავის არიდებას აზრი აქვს, საკუთარ თავთან მაინც.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now