ბიჭუნა

1.5K 162 10
                                    

ერთი 17 წლის ბიჭი მიაბიჯებს სეულის ქუჩებში...
საყვარელი პატარა ბიჭუნა რომელსაც თვალები ცრემლით აქვს ავსებული...
ქერა თმაზე კაპიშონი წამოეფარა,შავი ჯინსი და ბათინკები ეცვა..ლამპიონების შუქი მის სახეს ნათლად აჩენს...
ყავისფერი თვალები,გაბუშტული ვარდისფერი ტუჩები რომლებიც ერთმანეთზე საყვარლად აქვს მიწებებული, მოვარდისფრო ლოყები...
ერთი შეხედვით ცივსიხლიან მკვლელს მოგაგონებთ...
მაგრამ არა ის სინამდვილეში ყველაზე სუსტი არსებაა მთელს დედამიწაზე....
საღამოობით სეულის ქუჩები ახალგაზრდებით ივსება,რომლებიც "დამღლელი" დღის შემდეგ გასართობათ კლუბებში დადიან...
ნარკოტიკი,ალკოჰოლი,
სიგარეტი,სექსი...
ახალგაზრდების საუკეთესო გასართობი....
პატარა ბიჭუნა არასდროს არ ყოფილა კლუბში...იგი თავისი დროის ძირითად ნაწილს სახლში და უნივერსიტეტში ატარებს...
სააღამოობით კი ქუჩაში გამოდის,სეირნობს და აგემოვნებს სხვადასხვა ქუჩის საკვებს.....
პატარა იყო როდესაც მამამ მიატოვა,მხოლოდ დედა ჰყავს და პატარა და რომელიც ინვალიდია...
იგი ყველანაირად ცდილობს რომ დედას დაეხმაროს,მაგრამ არ გამოსდის....
რამდენჯერაც მუშაობის დაწყება გადაწყვიტა დედამ გადააფიქრებინა რადგან არ უნდა სწავლა შეწყვიტოს მისმა შვილმა...
ისიც ყველანაირად ცდილობს დედას გული არ ატკინოს და სწავლობს როგორც შეუძლია...
საუკეთესო არ არის სწავლაში მაგრამ დამაკმაყოფილებელი ნიშნები ჰყავს....
დღესაც ქუჩაში სეირნობს,მაგრამ არაფერს არ აგემოვნებს...უბრალოდ აცრემლებული თვალებით დაიარება...

სეულში ყოველი დღე განსხვავებულია ყველასთვის...
ყოველი  დღე ახალი თავგადასავალის მომასწავლებელია...
ქუჩები რომლებიც ყოველ საღამოს გადატენილია,
ყოველთვის რაღაცას გვპირდება...
თითქოს ჩვენი ჩათრევა უნდა
რაღაც საიდუმლოებაში,საიდანაც თავის დაღწევა გაგვიჭირდება...
რაც არ უნდა ვეცადოთ თავს ვერ დავაღწევთ....
პირიქით ყოველი გათავისუფლების მცდელობისას უფრო ჩაიძირები ამ საიდუმლოში...
ერთი შეხედვით უსაფრთხო და ყველასათვის საყვარელი ქალაქი ბევრ საიდუმლოს ინახავს....
დღისით სხვაა ღამით კი სულ სხვა...
გაწვიმდა პატარა ბიჭუნა კი მაინც მიაბიჯებს...
მისთვის არ აქვს მნიშვნელობა წვიმს თუ არა...
არ ადარდებ გაცივდება თუ არა...არც ის ადარდებს თუ მშიერი დარჩება...
მას რაც ადარდებს მხოლოდ დედა და მისი უმცროსი დაა...
უეცრად დამუხრუჭების ხმა გაისმა...
თეთრი ფერის მანქანამ ბიჭუნას წინ დაამუხრუჭა...
ბიჭი წაიქცა..
ბეწვზე გადარჩა რომ სამუდამოდ არ გამომშვიდობებოდა სიცოცხლეს...
მანქანის კარები იხსნება იქიდან კი ბიჭუნაზე დაახლოებით ორი წლით დიდი ბიჭი გადმოდის...
ყავისფერი თმები შუბლზე ჩამოჰყროდა,შავი მოტკეცილი შარვალი ეცვა რომელიც მკაფიოდ გამოხატავდა მის ბარძაყებს,თეთრი ფერის მაისური კი მის ლავიწებს ეკროდა....გარედან ტყავის ქურთუკი ხოლო ფეხზე ადიდასები ეცვა....რამდენიმე ტატუ ამშვენებდა მის კისერს...ყურები კი გახვრეტილი ჰქონდა და სხვადასხვანაირი ლამაზი საყურე უმშვენებდა ყურს
საერთო ჯამში ბიჭი იდიალურად გამოიყურებოდა...
იგი ძირს დაცემულს მიახლოვდა...
მაგრამ დახმარების ნაცვლად ჩხუბი დაუწყო...
ბოლოს ფეხი დაარტყა მუცელში,მანქანაში დაბრუნდა და გზა გააგრძელა...
ბიჭის სახეზე გაკვირვება და სიბრაზე ერთიანად გამოსახულიყო...წვიმა მის ლოყებს ასველებდა..
კიდევ კარგი რომ წვიმს თორემ ყველა დაინახავდა ბიჭის ცრემლებს...
დიახ ცრემლებს..მას არავის თვალწინ არ უტირია..
მთელს დარდს გულში იკლავს...არც არავის ეუბნება არაფერს...ან ვის უნდა უთხრას მას ხომ მხოლოდ დედა და და ჰყავს...
უნივერსიტეტში არავისთან არის ახლოს... რადგან ყველა ისე უყურებს როგორც ნაგავს არაფრის მაქნის...
მხოლოდ მასწავლებლები ექცევიან კარგად და აქებენ....
ბიჭი ფეხზე წამოდგა მიუხედავად იმისა რომ მუცელი სტკიოდა დარტყმისგან გზა გააგრძელა...
მაგრამ ქუჩაში სიარულის ნაცვლად წავიდა ერთ ადგილას სადაც მარტო ის მიდიოდა....
მიდოდა და ყველა დარდს თუ ტკივილს იქ ტოვებდა...
მის ტკივილს მხოლოდ კედლები ისმენს...ეს ადგილი მის გარდა არავინ იცის...მხოლოდ ის და კდელები არიან მარტონი...
ბიჭი სახლში შედის სადაც სამი პატარა ოთახია...ერთ ოთახში სამზარეულოა მეორეში სააბაზანო..მესამე  ოთახში კი ერთი პატარა საწოლია,რომელიც კუთხეში დგას...დახეული ფარდები...ობობის ქსელები....ყველაფერი არეულია მაგრამ ბიჭუნა ცდილობს დაალაგოს....დალაგების შემდეგ კი ლოგინზე მძიმედ ეცემა...
დიდ ტკივილს გრძნობს მუცლის არეში მაგრამ ეს ტკივილი არაფერია...მისთვის ფიზიკური ტკივილი არაფერს ნიშნავს....
ბიჭი მძიმედ სუნთქავს...
ძლიერ დაღლილია...
აღარ უნდა ასე ცხოვრება...
ის ხომ ჯერ 17 წლისაა და რამდენი რამ აქვს გადატანილი..ბიჭს ნელ-ნელა თვალები ეხუჭება...
მას უხარია როდესაც იძინებს რადგან პარალელურ სამყაროში გადაეშვება სადაც ყველაფერი რიგზეა,სადაც არანაირი ტკივილი არ არის,სამყაროში სადაც ყოველთვის ბედნიერი იქნება...
აი ახლაც კი იმ სამყაროში გადაეშვა სადაც ყოველთვის სიმშვიდე და ბედნიერება არის....

——-—————————————–—
ჰაიიი!!!დავბრუნდიი...მგონი თანდათან დავხვეწავ😍😍😍😘მომენატრეთ ძალიან და მიყვარხართ😘😘დაvoteბა არ დაგავიწყდეთ თუ მოგწონთ და კომენატარებიც  არ დაიშუროთ... თუ არ მოგწონთ მაინც დაწერეთ...ახალი სანაძლეო დავდე😂😂 და ვნახოთ თუ მოვიგე... იმედია მომაგებინებთ...
love you guys😍😍😍
너희들을 사랑

Behind You (დასრულებილი)Where stories live. Discover now