მინდიხარ!!!

784 138 18
                                    

ჯიმინი სახლისკენ მთელი ძალით მირბის...
აი სახლსაც მიადგა...
პატარა ლამაზი სახლია საყვარელი ეზოთი...სახლის კარებთან ქოთნის ყვავილებია რომლებიც თავდახრილები არიან,ალბათ იგრძნეს მათაც ლილიენის სიკვდილი... ეზოს კარებიდან სახლის კარებამდე პატარ-პატარა ქვებით მოპირკეთებული ბილიკია რომელის აქეთ-იქიდანაც წითელი ვარდებია ჩამწკრივებული...სახლის კარებთან კი კედელზე დიდი ასოებით წერია: "ლილიენი და ჯიმინი...საუკეთესო და-ძმა მსოფლიოში"...
ეზოში ვაშლის ხეა რომელის ქვეშც მოწყობილია ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო..დატკბე ჩიტების და პეპლების ყურებით....ყველაფერი ჯიმინის და ლილიენის მოწყობილია....პატარა რომ იყო მამამისმა ეს სახლი უყიდა და ჯიმინის სახელზე გააფორმა... კიდევ კარგი მოასწრო თორემ ახლა ქუჩაში იცხოვრებდნენ...
ჯიმინი ეზოში შევიდა...ნელ-ნელა მიაბიჯებდა უნდოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და რომ გაიღვიძებდა ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო...
სახლის კარებს მიადგა..სანამ შეაღებდა სუნთქვა დაირეგულირა ნამტირალევი თვალები მოიწმინდა და სახლში შევიდა...

-დედაა მოვედი სად ხარ?!! დედააა...

ჯიმინის ხმაში უკვე შიში შეპარულიყო...მისაღებში შევიდა სადაც დედა ეგულებოდა მაგრამ არ დახვდა...ეხლა უფრო ანერვიულდა...
ისტერიკული ყვირილი დაიწყო...
ოთახიდან ოთახში დარბოდა სანამ არ იპოვა სააბაზანოში....
დედამისს ვენები გადაეჭრა ლილიენი ჩაუხუტებინა და იატაკზე უგონოთ ეგდო...
ჯიმინი ყვიროდა ბოლო ხმაზე რომ როგორმე დედამისი გონს მოეყვანა...მაგრამ უშედეგოდ უკვე გვიანი იყო...
შველას ითხოვდა მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა...
დედამ და დამ ერთდროულად მიატოვეს...
სასწრაფოდ ტელეფონი აიღო და სასწრაფოში დარეკა...
რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო...ლილიენი გარდაცვლილად გამოაცხადეს და ექსპერტიზაზე წაყივანეს...ხოლო დედამისი საავადმყოფოში გადაიყვანეს...ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა ამიტომ შეიძლება ვერც გადარჩეს...
ჯიმინი მიმღებში იჯდა და ერთ წერტილს იყო მიშტერებული...მის სახეზე არანაირი ემოცია არ იყო..არც სევდა არც მწუხარება....
მისი ვარდისფერი ლოყები მთლიანად გათეთრებულიყო..ის მოციმციმე ყავისფერი თვალები სამუდამოდ ჩაქრა... ტუჩები კი დასიებული და თოვლივით თეთრი ჰქონდა...
აღარც რამეზე ფიქრობდა...
იცოდა რომ დედამისი ვერ გადარჩებოდა მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი...სასწაულის სჯერა.. ექიმი გამოვა და ეტყვის რო დედამისი კარგადაა მალე საავადმყოფოდანაც გაწერენ და ისევ გააგრძლებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას ოღონდ ლილიენის გარეშე...
მართლაც გამოვიდა ექიმი მაგრამ სამწუხარო ამბავი აცნობა....
დედამისი გარდაიცვალა...
იმაზე დიდი ტკვილი არაფერია როდესაც ერთ დღისით ორ ძვირფას ადამიანს დაკარგავ...
ჯიმინმა უემოციოდ შეხედა ექიმს,შემდეგ ადგა და წავიდა...

Behind You (დასრულებილი)Where stories live. Discover now