3 თავი

483 35 9
                                    

უშედეგო ძებნის შემდეგ მაშველებს უთქვამთ, რომ ცოცხლები აღარ ვიყავით და ამას უნდა შეგუებოდნენ, მაგრამ მშობლები არ დანებდნენ და ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა სეულში ვარ. აეროპორტში უამრავი ადამიანი დაგვხვდა, ზოგს ხელში ბანერი ეჭირა. ჟურნალისტები ინტერვიუს აღებას ცდილობდნენ. როგორც ჩანს ჩვენი ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო.
აეროპორტში ვერც კი შევნიშნე ქუქი როგორ გაუჩინარდა. ერთ წუთს ვიღაც ქალს ეხუტებოდა, ალბათ დედამისს. შემდეგ კი აღარსად იყო.
როგორ მომნატრებია ჩემი სახლი. ჩემი ოთახი, ფუმფულა საწოლი. დედას მომზადებული კერძები, ჩემი დის გაუთავებელი წუწუნი და მამას რეპლიკები პოლიტიკაზე.
-მიყვარხართ!  _მოულოდბელად ვთქვი და მათი გაკვირვებული მზერა დავიმსახურე.
-ჩვენც გვიყვარხარ ძვირფასო.  _მიპასუხა დედამ და შუბლზე მაკოცა.

სკოლა, სახლი, მეგობრები, წიგნები, დაახლოებით ერთი თვეა რაც ძველ რეალობას დავუბრუნდი და ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა. ადრე ჩემი ცხოვრება ძალიან მომწონდა ახლა კი ... არ ვიცი... კუნძული მენატრება... ჩემი დაბრუნების აღსანიშნავ წვეულებაზე, სასმლით ხელში ვდგევარ ვდგევარ და იქ გატარებულ დროს ვიხსენებ. სევდა მიპყრობს, მინდა რეალობას გავექცე და ისევ იქ დავბრუნდე. სიმშვიდეში ჯონგუკთან ერთად. გაინტერესებთ რა ხდება ჩემსა და ქუქის შორის? რატომ არ ვსაუბრობ  მის შესახებ? აეროპორტის შემდეგ ის არ მინახავს. არ ვიცი სად არის. არ შემხმიანებია. სკოლაშიც არ დადის. მისი ნომერი არ მაქვს რომ დავურეკო. არ მისი მისამართი ვიცი. ასე რომ სრულ გაურკვევლობაში მან უსიტყვოდ მიმატოვა.

სკოლის ბოლო დღეა. იმედი მქონდა დიპლომების გადაცემის ტერემობიაზე მაინც მოვიდოდა, მაგრამ ამაოდ. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს ფეხზე წამოვდექი, თავბეუ მეხვეოდა, გულის რევის შეგრძნება მქონდა, სტრესისგან ფეხზე დგომა მიჭირდა.როგორღაც მოვახერხე და მისტერ ჰვანს დიპლომი გამოვართვი.
-გილოცავთ მის კიმ.  _მინთხრა დირექტორმა. მეც მადლობა გადავუხადე და მშობლებისკენ წავედი.
-ლისა გილოცავ. _ჩემი და ყვირილით წამოვიდა ჩემსკენ და ზედ შემომახტა. მე თავი ვერ შევიმაგრე და დავეცი.
-ლისა..  ლისა როგორხარ?..  _შორიდან მესმოდა ხმები, მაგრამ პასუხის თავი არ მქონდა, თვალები მეხუჭებოდა.
-მეძინება. _ამოვილუღლუღე სუსტად და გონება დავკარგე.
გონს რომ მოვედი მივხვდი, რომ სააავადმყოფოში ვიყავი. კაცის ბოხი ბარიტონი დედაჩემის კითხვებს პასუხობდა.
-ექიმო რა სჭირს? როგორ არის? მან მთელი თვე უკაცრიელ კუნძულზე გაატარა. იქ ხომ არ დაემართა რაიმე? (დედა)
-ნუ ღელავთ ქალბატონო. ეს მხოლოდ სტრესის ბრალია. მის კიმიც და ბავშვიც კარგად არიან. მალე გავწერთ ყურადღება მიაქციეთ კარგად იკვებოს. (ექიმი)
-ბავშვი?    გავიგონე როგორ გაკვირვებით ჰკითხა დედაჩემმა.
-როგორც ჩანს არ იცოდით. გილოვავთ მის კიმი ხუთი კვირის ფეხმძიმეა. (ექიმი)
დედაჩემმა ბოხი ბარიტონის მქონე მამაკაცი პალატიდან გაიყვანა. მე თვალები ისევ დახუჭული მქონდა. გონს ვერ მოვდიოდი. როგორ? მე? მე  ბავშვი მეყოლება? უეცრად გავაანალიზე, რომ ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე ჩქეფდა. შიში სადღაც გაქრა და მისი ადგილი ბედნიერებამ დაიკავა. სხეულში სითბო ჩამეღვარა. მუცელზე ხელი მოვისვი და  პატარას მოვეფერე.
მაგრამ რა იქნება შემდეგ? სად არის ქუქი? მან ხომ უსიტყვოდ მიმატოვა. ისევ შიშმა შემიპყრო.
-შენ არ იღელვო პატარავ, დედიკო შენთან არიდ. _ვიგრძენი როგორ დაეშვა ლოყაზე ცრემლი

ჩემი პატარა ისტორია...Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin