ჯენის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გულწასული შუგა კი იქვე მოასულიერეს. საკმაოდ უცნაურია რომ გაღვიძებისას შუგა სხვანაირ ადამიანად გრძნობდა თავს. მალევე გაუქრა ეს გრძნობა და ჯენი მოიკითხა. ექიმებმა უთხრეს რომ ჯენის ნახვას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა, ამიტომ ურჩიეს სახლში წასულიყო და გამოეძინა.
შუგას ძალიან არ ესიამოვნა რომ ვინმემ რამე ურჩია მას, მაგრამ ამავდროულად ეუცნაურა რომ ამაზე სხვადროს პრობლემა არ გასჩენია. საავადმყოფოდან დასტოინად გამოვიდა, თითქოს თავის ნებით. თავის შავ გაპრიალებულ მერსედერსში ჩაჯდა და სათვალე გაიკეთა. უკვე საღამო იყო, მაგრამ მოეჩვენა რომ სათვალე აუცილებლად უნდა გაეკეთა. სახლში შესვლისთანავე დივანზე მიჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და დაიწყო ფიქრი რომ ძალიან მაგარი ტიპი იყო. ბოლოს და ბოლოს კაცი მოკლა და ტყვიასაც კი გაუძლო. უეცრად ლილი გაახსენდა, ქერა, ლამაზი გოგო, სურვილების შემსრულებელ შეყვარებულით.- და რა მოხდება რომ დავურეკო? მისი შეყვარებული შეიძლება მაღალიცაა და განიერი მხრებიც აქვს, მაგრამ მე როგორ მომერევა?
შუგამ ლილის დანარეკი ნომერი მოძებნა და გადარეკა. ნაზი ხმის მაგივრად კი კაცის ხმა გაიგო:
- ვიცოდი რო მაინც დარეკავდი, შენსკენ მოვდივარ და ქვემოთ ჩამოდი თორე სახლში ამოგაკითხავ და ღორივით დაგკლავ! გაიგე?!
- მწვადზე უარს არ ვიტყოდი, მარა ვინ ვის დაკლავს მაგასაც ვნახავთ.შუგამ თავის ხუმრობაზე ჩაიცინა და ჯინის პასუხს უფრო შემართებით დაელოდა:
- მაგ მესამე კლასელურ ღადაობებს გირჩევნია საფლავის ქვა შეაკვეთინო თორე მშობლებს რომ შეხვდები საფლავის ქვით მაინც გიცნონ, ისე შეგალამაზებ რო მამაზეციერიც ვერ გიცნობს.
- ანუ მშობლები ხო?! არა მოდი აბა ერთი რისი თავი გაქვს, აქ ტელეფონში რო მეჭიმები, მოხვალ და ისეთს გფეთავ სამი წამი ვარაუდით ივლი!!ჯინმა ტელეფონი გათიშა. შუგა მიხვდა ეს რასაც ნიშნავდა და გარჩევისთვის მოემზადა. თავის დამტვერილი შავი ტყავის ჟაკეტი მოიცვა, შავი რეიბანები გაიკეთა, დახეული ჯინსები უარესად დახია და გასაღები აიღო. გასაღები ჯისუ დეიდას ჩააბარა და გააფრთხილა რო შეიძლება ჯინს სასწრაფო დასჭირდეს და გამოსაძახებლად მზად იყოს
- ოღონდ შენი იყავი შვილო კარგად თორე იმ სასწრაფოს ჩამოჭრილ 20 თეთრის დედაც არ ვატირე!?
- რას ამბობ ჯისუ დეიდა, ეგეთს მიცნობ? მოვა და უკან სახის გარეშე წავა.
- ბრუსლის სული გფარავდეს გენაცვა!!