შეტყობინება (16)

1.1K 137 6
                                    

მენტალურად დაწყევლა თავისი თავი და ნელა შებრუნდა ხმის მიმართულებით
“ჰეი, ჯონგუკ” სუსტი ღიმილი შეაგება
“ჰეი. არ მეგონა თუ აქ გნახავდი” ჯონგუკმა ყოველგვარი უხერხულობის გარეშე უპასუხა
“ჰაჰა ასეა არა?”
მათ შორის სიტუაცია კიდევ და კიდევ უფრო უხერხული ხდებოდა და თეჰიონს თავის მოკვლაც კი უნდოდა ადგილების გაცვლაზე დათანხმების გამო.
ოთახი ჩაბნელდა რადგან ფილმი იწყებოდა.
“როგორ ხარ?” იკითხა ჯონგუკმა
რატომ აგრძელებ ჩემთან ლაპარაკს
“კარგად შ-შენ?”
“მეც კარგად ვარ. შენ ძველებურად გამოი-“
“ნახე ფილმი იწყება” გააწყვეტინა ბიჭმა და პირი პოპკორნით გამოიტენა”
“კ-კარგი”
ფილმის პირველი 45 წუთი კარგი იყო მანამდე სანამ თეჰიონი დაიღლებოდა. თავი უვარდებოდა,მის წინ ეკრანი ბუნდრად ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საინტერესო იყო თვალები ეხუჭებოდა. არც იყო გასაკვირი გუშინ თითქმის არ ეძინა.
სახეზე ხელი იგრძნო,რომელმაც თავი ნაზად ჩამოადებინა მხარზე. თეჰიონმა სითბო და ის სურნელი იგრძნო ასე რომ უყვარდა. ვერ გაანალიზა, ეს ჯონგუკის მხარი იყო. ვერც იმას იტყოდა უკვე ეძინა თუ ნახევრად ეღვიძა.
“შენი მოწონება არასდროს შემიწყვეტია იცი?” თეჰიონმა ყურში ჩურჩული გაიგონა
ალბათ ფილმშია
გაიფიქრა სანამ მთლიანად გაითიშებოდა.

Vkook/Sext Me [მეორე წიგნი]Where stories live. Discover now