I

514 63 10
                                    


-ახალ წელს გილოცავ ჯონგუკ-ყვირის ქერათმიანი და უმცროსს კისერზე ეხვევა.უკანასკნელიც არ აყოვნებს და ტორებს ბიჭის წელზე მყარად აწყობს,მაგრამ ხელები მაშინვე უდუნდება,როდესაც ქერას მუქ წითელ ტუჩებს თავისაზე გრძნობს.

-მ..მეც გი..გილო..ცავ-წაიდუდუნა კოცნის დასრულებისას და უეცრად გაჩერდა.

-თეჰიონი,კიმ თეჰიონი-იღიმის ქერა და ფეიერვერკებს აშტერდება ცაზე.

-მეც გილოცავ თეჰიონ-ახლა უმცროსიც იღიმის და ქერას ზურგს უკან დგება.

-ძალიან მომწონს აქაურობა,მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ გუკი-თქვა თეჰიონმა,ხოლო ჯონგუკმა გაიკვირვა.

-მოიცადე რა თქვი?

-ძალიან მომწონს აქაურობათქო.

-არა,არა, შემდეგ რა თქვი?-გაიცინა ჯონგუკმა.

-უნდა წავიდეთ?-გაიკვირვა ქერამ.

-არა,მას შემდეგ.

-გუკი?-წარბაწევით ჰკითხა თეჰიონმა.

-ჰო,ძალიან მესიამოვნა.გთხოვ ყოველთვის ასე დამიძახე-გაინაბა უმცროსი და ქერას მხარზე თავი ჩამოდო.

-კარგი,გუკი.ჩვენი წასვლის დროა.

-საით?-იკითხა ჯონგუკმა და უფროსს გაეკიდა.

უფროსმა ჯონგუკის კითხვა დააიგნორა და თმები აიჩეჩა.

საბოლოოდ იმ ადგილას მივიდნენ,სადაც თეჰიონი და ჯონგუკი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

ჯონგუკს გაეღიმა.
უყვარდა ეს ადგილი.
სწორედ ამ პარკში,ამ სკამზე იჯდა,როდესაც მას შეხვდა.
როდესაც მის თვალებში დაიკარგა.
როდესაც მისი ხმა გაიგო.
როდესაც მოეწონა.
როდესაც შეუყვარდა.

თეჰიონი სკამის წინ გაჩერდა და იქვე დადებული სასაჩუქრე ყუთი ხელში აიღო.

-ეს შენ-გაიღიმა და ჯონგუკს ხელებში შეაჩეჩა.უმცროსმა ყუთი გამოართვა და ქერას შეხედა.

-შენ დამპირდი,რომ რაღაცას მეტყოდი,გისმენ.

-ჯერ ყუთი გახსენი-მოუთმენლობისგან თეჰიონი ადგილზე ცქმუტავდა.

-კარგი,როგორც გინდა-გაუღიმა ჯონგუკმა და ყუთი გახსნა.

გაკვირვებულმა თეჰიონს შეხედა,როცა გააანალიზა,რომ ყუთი ცარიელი იყო.

-თეჰიონ,ამ იცი,ეს ყუთი ცარიელია?-ამოიბუტბუტა და საჩუქარი ამოაბრუნა.

-ფრთხილად,არ გადმოიყაროს-დაიყვირა თეჰიონმა და ყუთი გაასწორა-ის ცარიელი არის გუკი.აქ ჩვენი საერთო მოგონებებია,ჩვენი გრძნობები,ჩვენი ერთად გატარებული დღეები.ყველაფერი ამ ყუთში შევფუთე,რომ შენთვის მეჩუქნა.მინდა,რომ ისინი სულ შენთან იყვნენ.არ დაკარგო კარგი?გაუფრთხილდი.ისინი ერთადერთია რაც გამაჩნია და მხოლოდ შენ განდობ ისევე,როგორც ჩემს თავს.ჩემ გვერდით იყავი.გამიფრთხილდი,დამიცავი,შემიყვარე. მიყვარხარ ჯონგუკ და თუ ეს ჩემი შენდამი გრძნობა ჩვენს ურთიერთობას გააფუჭებს,თუ ჩემგან წასვლას გადაწყვეტ გთხოვ ჩემი სიყვარული მაინც შეინახე-ამოისლუკუნა თეჰიონმა და ყუთს ხელი გადაუსვა.

-თეჰიონ-დაიჩურჩულა უმცროსმა,ყუთი გვერდით გადადო და ბიჭი გულზე მიიხუტა.

-თეჰიონ-ჩურჩულს აგრძელებს ბიჭი და თან ქერას თმებზე ეფერება.

-თეჰიონ,როგორ იფიქრე,რომ შენ ოდესმე მიგატოვებ.
თეჰიონ ეს ერთი წამითაც არ უნდა გაგეფიქრა.
თეჰიონ ძალიან გამაბრაზე.
გპირდები,სიცოცხლის ბოლო წუთამდე შევინახავ შენს საჩუქარს.გპირდები ყოველთვის შენთან ვიქნები.გპირდები..გპირდები..გპირდები..
მეც მაქვს შენთვის საჩუქარი თეჰიონ.
ჩემს გულს გჩუქნი,რომელიც უკვე შენია.გულს,რომელიც მხოლოდ შენთვის ფეთქავს.გულს,რომელშიც მხოლოდ შენ ხარ და სხვისთვის ადგილი არ არსებობს.
მიყვარხარ თეჰიონ-თქვა ჯონგუკმა და ბიჭი უფრო მიიხუტა.

-გუკი თოვს-თქვა თეჰიონმა,როცა უმცროსს მოშორდა და ცრემლები შეიმშრალა.

-ჰო თეჰიონ,თოვს-დაუდასტურა ჯონგუკმა ბიჭს,რომელიც უკვე თოვლის ფიფქების დაჭერით იყო დაკავებული.

-ჩვენი პირველი თოვლი თეჰიონ-ამოიჩურჩულა ისე,რომ ქერას არ გაეგო და სკამზე ჩამოჯდა.

Different sides||Taekook✔Where stories live. Discover now