--8--

3.1K 274 51
                                    

ჯიმინი, იუნა და ემილი უაზრო თემებზე საუბარ-საუბარში უნივერსიტეტის შესასვლელს მიუახლოვდნენ. იქ მყოფნი ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ ამოუცნობი გოგონებისა და უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული ბიჭების ერთად ყოფნას. ნატალიამ ბოროტი სახით გახედა „ტრიოსა"და მისკენ მომავალ კამპანიას, რომელსაც წინ შუგა და ჯონგუკი მიუძღვებოდა.

- ო, გამარჯობა - ბიჭებმა მოშორებით თეჰიონი დაინახეს და ხელი დაუქნიეს. თუმცა ახლოს მისვლისთანავე შეამჩნიეს, რომ თეჰიონი ხასითზე არ იყო : სიშავეები თვალებქვეშ და ნახევრად ღია თვალები, რომლებიც არაფერს გამოხატავდნენ.

- რა გჭირს? - ჯონგუკი მეგობარს მხარზე მზარზე შეეხო და ანერვიულებულად შეხედა. კიმის მდგომარეობის შემჩნევა ადვილია,  რადგან ყველასთვის საყვარელი, შეუდარებელი ფლებოი თეჰიონი, რომელიც სულ იდეალურად და მხიარულად გამოიყურება, ახლა კორიდორში მარტო და მოწყენილი დაეხეტება.

- ამას მალე გაიგებთ. - ინტრიგულად წარმოთქვა ბიჭმა. ყველამ ერთმანეთს გაკვირვებული სახეებით გადახედეს. ზარის დარეკვის შემდეგ კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა აუდიტორიებში გაიფანტნენ.

ისევ ეს მსოფლიო ეკონომიკა. ემილი ცდილობდა უინტერესო რექტორის ლაპარაკისთვის აზრიანად ესმინა. მაგრამ მოულოდნელად მისი ყურადღება თეჰიონმა მიიქცია - ის იჯდა, ხელებგადაჯვარედინებული სკამს მიყრდომოდა და ვითომაც არაფერი ეძინა. როგორც ჩანს გუშინ მთელი ღამე რაღაცით იყო დაკავებული, რასაც ძილზე ვერ ვიტყოდით.

თავში სხვადასხვა სურათები წარმოუდგა, მაგალითად ერთი ისეთი სადაც  შავთმიანს ვიღაც ლამაზი ,,თოჯინა" ბარის კუთხეში ჰყავს მომწყვდეული და... "ფუი, ემილი რაზე ფიქრობ?!" თავი გააქნია, რათა ეს სულელური და უაზრო წარმოდგენები რაც შეიძლება შორს გაეგდო. ამით კი რექტორის ყურადღება მიიქცია.

- შენ ეკონომიკას კი არ უნდა გაჰყოლოდი, დეტექტივი უნდა გამხდარიყავი. - იუნას გაეღიმა, როდესაც სასადილოსკენ მიმავალ გზაზე მყოფს, ემილიმ თავისი ფიქრები გაანდო. -  შენ რა, უკვე სანაძლეოს წაგება დაიწყე? მთელი ლექცია, იმის მაგივრად, რომ რექტორისთვის გესმინა და რაღაც ახალი გესწავლა, თეჰიონის ყურებაში და მისი ცხოვრების გამოძიებაში გაატარე?

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now