--20--

2.6K 219 15
                                    

წვიმა ფანჯარას სუსტად ეშხეფებოდა.საათი უკვე ცხრას აჩვენებდა,მაგრამ იმ ორს რომელიც ახლა ლოგინზე იწვნენ და ღრმად ეძინათ, უნივერსიტეტში წასვლა არ უწევდათ.ემილი იწვა,თეჰიონის მკერდს მიკვროდა და წყნარად ეძინა.ბიჭს წაბლისფერთმიანისთვის ხელი წელზე შემოეხვია და ისე მიეკრო მკერდთან.თეჰიონის შავმა თვალებმა გახელა დაიწყო და იმ წამსვე ემილის სახეს შეხედეს.გოგონა იწვა,სახე მისკენ ჰქონდა და ხელები ბიჭის მხრებზე ჰქონდა შემოხვეული.თვალები დიდიხნიანი ტირილისგან ჩასივებული ჰქონდა, და პირი ცოტათი ღია.<<რა ლამაზია>> - გაიფიქრა თეჰიონმა.ემილის თმები ბალიშზე იყო გაშლილი,რომლებიც სხვადასხვა ადგილზე,სხვადასხვა უზორს(ქართულად არ მახსოვს როგორ არის, მე ასე ვუძახი^^) ქმნიდა.როდესაც ბიჭმა შეამჩნია,რომ გოგონას მის ზედაში ეძინა გაეღიმა,მაგრამ იმ წამსვე დასერიოზულდა,როდესაც გუშინდელი შემთხვევა გაიხსენა.უცებ,ემილის წამწამები ახამხამდა,და წაბლისფერთმიანმა მალევე თვალები გაახილა.ემილი გაიზმორა,მაგრამ იმ წამსვე გაშეშდა,მის წინ რომ ვიღაცის მკერდი შენიშნა.გოგონამ უცხო ობიექტის ყურება გააგრძელა,თავი ნელნელა ასწია და თეჰიონის მომღიმარ სახეს გაუსწორა თვალები,რომელიც ინტერესით აკვირდებოდა გოგონას რეაქციას.წაბლისფერთმიანს წუწუნის დაწყება უნდოდა,მაგრამ როდესაც გაიხსენა,რა მოხდა გუშინ და აქ რატომ არის,დამშვიდდა, და აზრის დაწყობა დაიწყო.

- დილა მშვიდობისა, - თქვა თეჰიონმა,რომელსაც გოგონას წელზე ხელები კიდევ ჰქონდა მოხვეული და მასთან ახლოს ჰყავდა მიკრული. - როგორ გეძინა?

- ნორმალურად, - ცხვირში ჩაიბუტბუტა და თან საშინლად გაწითლდა. - გამიშვი უკვე.

-კარგი,კარგი. - იმ წამსვე დაეთანხმა თე, მოაშორა და აწია ხელები,დამნაშავესავით თითქოსდა პოლიციამ დაიჭირა.

შავთმიანმა ტკბილად გაიზმორა სანამ ლოგინიდან ადგებოდა.ემილიმ მისი მაგალითი გაიმეორა.სიტყვის თქმის გარეშე, თეჰიონი სააბაზანოსკენ გაეშურა და თან ემილიც გაიყოლა. ქვემოთა კარადიდან ახალი კბილის ჯაგრისი ამოიღო და ემილის გაუწოდა,მისთვის კი თავისი.წაბლისფერთმიანმა დაურწმუნებლად ნაზად შეეხო საგანს,მაგრამ მაინც აიღო.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now