35.აგარაკი.3/3

936 81 38
                                    


(უჰ როგორ მიყვარს ეს მუსიკა💚)

-"ჯონქუქ,არ მოდიხარ?"-ჩამწყდარი ხმით იკითხა გოგომ და ცივი ბეტონისგან გაღიზიანებულმა ფეხის გული მუხლს მიადო.

მარისკენ ნელა მიტრიალდა,თავით კი სეჰუნისკენ იყო შეტრიალებული,მის კარს თვალს არ წყვეტდა.

-"შედი და შემოვალ მალე"-ოთახისკენ დაიწყო სიარული,ისე რომ კარზე ჩამოკიდებული ოთახის ნომრისგან თვალი არ მოუცილებია.

-"შედი და შემოვალ მალე"-ოთახისკენ დაიწყო სიარული,ისე რომ კარზე ჩამოკიდებული ოთახის ნომრისგან თვალი არ მოუცილებია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სურვილი კლავდა ენახა,ნამდვილად სეჰუნი იყო თუ არა,და თუ კი- მაშინ აქ რა უნდოდა.

კარში მდგარი, თხელი მაისურის ამარა დარჩენილი გოგოს წამოძახილები დააიგნორა და ოთახს მიუახლოვდა,ნელა და დინჯად მიდიოდა,როგორც სჩვევია,მაგრამ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ახლა უკვე ენას ლოყის შიგნიდან ადებდა.რაც იმას ნიშნავდა,რომ ძალიან,შეიძლება ითქვას ზესმეტადაც კი იყო გაბრაზებული.

კარგად ჩაისუნთქა და კარზე რაც ძალი და ღონე ქონდა დააბრახუნა.აბრახუნებდა ისე,რომ ვერც კი ხვდებოდა მეზობლებს რომ აწუხებდა,განსაკუთრებით იუნგის,რომელიც გინებებზე იყო უკვე გადასული.

-"ნაბიჭვარო,გააღე კარი!"-ბრახუნს ახლა უკვე ღრიალი დაამატა-"გააღე კარი!"

-"ჯონქუქ ძმაო,რა ხდება?!"-ოთახიდან ახალ გაღვიძებული იუნგი თვალების ფშვნეტით დაუდგა უმცროსს გვერდზე და შეშინებულ მარიამს შეხედა.

-"ის ნაბიჭვარი დავინახე,ვფიცავ ის იყო!"-ხელებით იშვერდა ოთახისკენ და ნიკაპიდან ოფლს იწმენდდა.

Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდეWhere stories live. Discover now