37.ის ჯონგუკი აღარ არის.

1K 67 55
                                    

UNEDITED.

გავიღვიძე თუ არა თავმა საშინლად დამიწყო ტკივილი.მინაზე მქონდა მიდებული და წამოსული სისხლის გამო მიწებებული მქონდა,რის გამოც მეტად გამიჭირდა თავის აწევა.პირველი რისი დანახვაც მინდოდა ეს ჯონგუკი იყო,მარცხნივ გავიხედე და დავინახე როგორ ქონდა თავი გადაგდებული უკან,მკლავთან კი სისხლი სდიოდა.

-"ჯონგუკ!"-ჩუმად დავუძახე მაგრამ პასუხი არ გამცა.

-"ჯონგუკ!!"-უფრო შეშინებულმა დავუძახე და შევარხიე კიდევაც,მაგრამ ხმა ისევ არ ამოუღია.

-"ჯონგუუუუკ!"-ისტერიულად დავიწყე კივილი და ჩანთაში ტელეფონის ძებნა დავიწყე რომ თეჰიონისთვის დამერეკა,რამენაირად დაგვხმარებოდა.ტელეფონი ჩავრთე თუ არა,ვერ დაიჭირა ამიტომ მანქანიდან სასწრაფოდ გამოვხტი და კავშირის ძებნა დავიწყე ამ დროს კი ჯონგუკის ხმა გავიგე:

Author's POV

"მარიამ".თვალი ნელა გაახილა,ხმა რომ ვერ გასცა,იფიქრა უგონოდ არისო და ბოლო ხმაზე დაიყვირა მისი სახელი.

-"აქ ვარ ჯონგუკ."

ხმა გაიგონა თუ არა წამოხტა და კარი გააღო,მარისთან მივარდა და მკლავებში მოიქცია,შუბლზე დაუწყო კოცნა და თმებს უწევდა:
-"ძალიან შემეშინდა,მეგონა დაგკარგე."

-"დაწყნარდი ქუქი,კარგად ვარ."-ფართოდ გაუღიმა და მჭიდროდ ჩაეხუტა.

ცოტა ხანი ასე იყვნენ,მანამ სანამ მათი ნატკენები ერთმანეთს არ მიეწებნენ და მტკივნეულად არ გასწიეს.ხუთ წუთში მათ მანქანას ორი მანქანა მოადგა,სინქრონიზებულად გააჩერეს და სასწრაფოდ გადმოხტნენ:ჯიმინი და თეჰიონი ჯონგუკთან მივარდნენ,შემდეგ იარაღები ამოიღეს იქაურობა დაზვერეს და ისევ მასთან დაბრუნდნენ.

-"ძმაო კარგად ხარ?"-თეჰიონმა იარაღი უკანა ჯიბეში ჩაიდო და მაეიამს მიუბრუნდა,-ღმერთო მარიამ,კარგად ხარ?"

-"კი თე"-გაუღიმა და ჯიმინს შეხედა,-ამის შესახებ ელენეს და ანუკის არ უთხრათ."

Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდეKde žijí příběhy. Začni objevovat