58

5 1 0
                                    

რამდენიმე  სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანს უთხრეს ,რომ მათთან მივიდოდა ჟურნალისტი და  გაესაუბრებოდა. ექსპერიმენტის ავტორების ჩანაფიქრი იყო ,რომ მამაკაცი ,რომელიც თამაშობდა  ე.წ „ჟურნალისტის“ როლს ,  უნდა მორგებოდა ნებისმიერის პოზიციას და თავი მოეჩვენებინა ,თითქოს მათ შეხედულებას ემხრობოდა,ხოლო შემდეგ უნდა მოესმინათ ჟურნალისტის შეფასება მათი მხრიდან. ცდისთვის შეარჩიეს 5 ტიპი:
ფემინისტი ,ლიბერალი  აქტივისტი , პოლიტიკოსი, გეი , მსახიობი და უსახლკარო. 
ჟურნალისტთან საუბრის შემდეგ მათ ის ასე დაახასიათეს:
ფემინისტი  : „ საკმაოდ განათლებული ჟურნალისტია,ბევრი რამ იცის ჩვენს უფლებებზე და ალბათ შეეცდება კიდეც ,რომ თავისი საქმე  სწორად წარმათოს ,მაგრამ მამაკაცია და შესაბამისად როგორც ჟურნალისტი მაინც სუბიექტურად და სიღრმისეულად სექსიზმის გამტარად მიმაჩნია“.

ლიბერალი აქტივისტი: „ძალიან სასიამოვნო იყო ამ ჟურნალისტთან საუბარი ,ზოგადად თანამედროვე მედია წინ მიიწევს და მოხარული ვარ რომ მსგავსი პროფესიონალები ჭარბობენ ,თანაც ობიექტურები“.

პოლიტიკოსი: „დიდი იშვიათობაა ჟურნალისტი პოლიტიკოსების მიმართ დადებითად იყოს განწყობილი , ძირითადად ჩვენი კრიტიკა მათთვის შემოსავლის და რეიტინგის წყაროა, მაგრამ ალბათ ამ შემთხვევაში პროფესიონალ ჟურნალისტთან გვაქვს საქმე“

გეი: „ ძალიან  კარგი ტიპია , არ არის ჰომოფობი და თანამედროვედ აზროვნებს ,შესაძლოა ისიც გეია“

მსახიობი: „ კარგი ჟურნალისტია ,საინტერესო კითხვები დასვა ,მაგრამ თუკი ჟურნალისტი ხარ ჩემი აზრით არ უნდა გქონდეს ამხელა ინტერესი სხვა სფეროების მიმართ ,ზოგჯერ ისეთ საკითხებს წამოჭრიდა ხოლმე ,რაც მხოლოდ მსახიობებს გვესმის სწორად და არამგონია ჟურნალისტი აქ კომპეტენტური იყოს“.

უსახლკარო: „ არ ვიცი მისი ჟურნალისტური საქმეები,რადგან  არ მაქვს ტელევიზორი ,მაგრამ ვხედავ რომ ცუდად თამაშობს“

factsWhere stories live. Discover now