69

5 1 0
                                    

"- მოგისმენიათ ოდესმე გულწრფელი ლოცვა?
- დიახ პროფესორო.
- სად, ეკლესიაში? - ისე მკითხა, რომ თავი არც აუწევია.
- არა, საავადმყოფოში, მომაკვდავის საწოლთან.
პროფესორმა სათვალე გაისწორა, თვალები ოდნავ მოჭუტა და შემომხედა.
- გინახავს გულწრფელი სიყვარულით ანთებული თვალები და კოცნა?
- დიახ პროფესორო.
- სად, ეკლესიაში ჯვრის წერის დროს?
- არა პროფესორო. აეროპორტში, სადაც შეყვარებულები ერთანეთს აცილებენ.
პროფესორი რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა.
- ვინ გითხრათ, რომ მე ათეისტი ვარ?
- ინტუიციამ მიკარნახა.
- მომეცით თქვენი ჩათვლის წიგნაკი.
- ინებეთ...
- ახლა რას გკარნახობთ ინტუიცია?
- იმას, რომ მომავალ სემესტრში სტიპენდიას ისევ ავიღებ. თქვენ კი აუცილებლად წახვალთ საავადმყოფოში, შემდეგ აეროპორტში და ბოლოს უეჭველად შეაღებთ ეკლესიის კარს..."

ავტორი: სულა სულაშვილი - "მზე რომელც ღამე ამოდის"

factsWhere stories live. Discover now