- კარგით ბიჭებო, ხვალ გნახავთ! - მიაძახა იუნგიმ თავის მეგობრებს და სახლისკენ დაიწყო სიარული. ახლა ცოტა ხანი მარტო ყოფნა უნდოდა, იქნებ სადმე პარკში ჩამომჯდარიყო და დაესვენა ყველასგან და ყველაფრისგან.
ნელი მაბიჯით მიუყვებოსა გზას. ღრმა ფიქრებიდან მხოლოდ ცივი წყლის შეხებამ გამოაფხიზლა. "ჯანდაბა, ამინდიც კი ჩემს წინააღმდეგაა." ოხრავს და გარშემო იყურება, იქნებ რამე ხსნა ნახოს, თავის გასამართლებელი მიზეზი, რომ სახლში გვიან მივიდეს.
უკვე იმედ დაკარგული გულში ყველაფრის ლანძღვას იწყებს. რატომ არ შეიძლება მასაც ჯინის და ნამჯუნის მსგავსი მშობლები ყავდეს? ისეთები, რომლებიც მას მიიღებენ, არ გაკიცხავენ მის შეყვარებულს. სახლში რომ მივა, კითხავენ როგორი იყო მისი დღე, შეეძლება თავის სირთულეებზე ლაპარაკი და არა...
და არა ისეთი, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის გახდება იუნგი სრულწლოვანი რომ სახლიდან გადავიდეს, ან ელიან როდის მოკვდება, რადგან მათ სახელს არცხვენს.
წვიმა ძლიერდება და რამის დანახვა ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. "აპრილიც ასეთი უნდა..." გაიფიქრა იუნგიმ და იქვე პატარა გადახურულ ადგილას გაჩერდა. თან გზას უყურებდა და წვიმაში აქეთ-იქით მოსიარულე მანქანებს აკვირდებოდა. იუნგი კედელს მიეყრდნო. რატომ დატოვა ეს დედააფეთქებული ყურსასმენი სახლში?!
უცებ მის გვერდით კარი გაიღო და იქიდან ვიღაც გამოვიდა. იუნგიმ უნებურად მიიხედა შენობისკენ. გამჭვირვალე ვიტრინიდან მყუდრო ოთახი მოჩანდა. კედლები შავ-თეთრი იყო, ოთახში რამდენიმე საყვარელი ხის მაგიდა იდგა რომელთა გარშემოც სკამები და რბილი პუფები ელაგა. კარის პირდაპირ დახლიდან კი ულამაზესი და გემრიელი ნამცხვრები იყურებოდნენ, თითქოს ამბობდნენ "მოდი დაგვაგემოვნეო".
ეს იყო ის, რაც იუნგის სჭირდებოდა. მყუდრო ადგილი სადაც არავინ შეაწუხებდა. თან ცოტა გათბებოდა და შიმშილსაც დაიკმაყოფილებდა. იუნგი კაფეში შევიდა და კუთხეში დაიკავა ადგილი. ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრობდა. არ იცის ასე რამდენი ხანი იჯდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ აქ მოსვლა ყოველდღიურ ჩვევად უნდა აქციოს.
- უკაცრავად. - ესმის მშვიდი ხმა. მაშინვე მისი პატრონისკენ ბრუნდება. მაგიდის გვერდით კი მომღიმარ ოფიციანტს ხედავს.
იუნგი გაშეშდა. მიმტანი მზეს გავდა. ბიჭი ასე 17 წლის იქნებოდა, მაღალი იყო. სამუშაო წინსაფარი მის წვრილ წელს იდეალირად გამოკვეთდა. ნახევრად გამჭვირვალე პერანგში ნავარჯიშები ტანი უჩანდა. თეთრი და გრძელი კისერი და მკვეთრად გამოკვეთილი მკაცრი ყბა. მაღალი ყვრიმალები და შუბლზე აწეული თმა. ღიმილისას თეთრი და იდეალურად სწორი კბილები უჩანდა.
- რამეს ხომ არ ინებებთ? - იკითხა მიმტანმა ისე, რომ გულთბილი ღიმილი არ მოშორებია. იუნგიმ თავს აიძულა ყურადღება მოეკრიბა და სრულიად უცნობ ბიჭზე არ ეფიქრა.
- ამ... ერთი ლუდი თუ შეიძლება.
- კარგით, ახლავე. - თქვა ღიმილით ბიჭმა და გატრიალდა. როდესაც მაგიდას მოშორდა, იუნგის მისი დაკვირვება უკეთ შეეძლო. ჯანდაბა, ბიჭი მართლა ძალიან სიმპატიური და კარგი ტანის იყო. ბიჭი მოპირდაპირე მაგიდასთან გაჩერდა, ოდნავ წინ გადაიხარა და წონა ერთი ფეხიდან მეორეზე გადაიტანა. იუნგიმ მიმტანის უკანალს მზერა სწრაფად მოაცილა.
"ღმერთო ჩემო, მინ იუნგი, ეს რა შარში გაყავი თავი..."
*******************************
ჰოსოკი სწრაფად გავიდა მომსახურე პერსონალის ოთახში. როდესაც იქ ერთი ადამიანიც ვერ ნახა, შვებით ამოისუნთქა. ყბები ეტკინა ამდენი ღიმილით. "არაუშავს, ჰობი, შენს პორშეზე და ფერარიზე იფიქრე. თუ მამამდე კარგი ამბები მივა, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ამ იდიოტობა სამუშაოსაც თავს დააღწევ. სკოლასაც."
ჰოსოკი გამწარებული იყო. რაღა მაინც და მაინც მაშინ უნდა დაეთვალიერებინა იმ სტუმარ მისი საძინებელი, როდესაც მას სექსი ჰქონდა? და მერე კიდე მამამისი აქეთ გაუბრაზდა, როდესაც არც კი გაუფრთხილებია რომ სახლში სტუმარი მოდიოდა.
კარგი, მანქანების წართმევას კიდე არაუშავს მარა მთელი ჯიბის ფულის ჩამოჭრა, საჯარო სკოლაში გადასვლა და სადღაც მიყრუებულ კაფეში მიმტანობა? არა, მამამისი აშკარად სისასტიკის აკადემიაში დაყავდათ...
ჯერ მარტო დღეს დაიწყო მუშაობა და უკვე ყელში ქონდა ამოსული ამდენი "კარგი ბიჭობა". თუმცა უნდა აღიაროს, ის ბიჭი, კუთხის მაგიდასთან, საკმაოდ სიმპატიური იყო.
მერე რა რომ მამამ დასაჯა, ნადირობა მაინც შეეძლება...