თავი ორი

259 25 13
                                    

მაღვიძარა რეკავს. ჰოსოკი ოხრავს და იმაზე ფიქრდება, ღირს თუ არა განათლება მისი ძვირფასი ძილის სანაცვლოდ. თუმცა მერე ახსენდება: კარგი ბიჭი უნდა იყოს, რომ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდეს. ოხვრით დგება საწოლიდან და გამზადებას იწყებს. აჰ როგორ ეზარება ახალი სკოლა.

ოდნავ გამჭვირვალე მაისურში ნავარჯიშები სხეული მოუჩანდა ხოლო შავი დახეული ჯინსის შარვალი ფეხებზე მჭიდროდ ეკვროდა. შავი ტყავის ქურთუკი მოიცვა და შავი პირბადე გაიკეთა. შემდეგ საკუთარ თავს სარკეში დააკვირდა. თმა შუბლიდან გადაიწია და მრგვალი გამჭვირვალე მინებიანი სათვალე მოირგო. ფლეიბოი თუ არა, სექსუალური მაინც ხო უნდა იყოს?

ჰოსოკი სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. სამზარეულოს გვერდით ჩაუარა.

- ჯონ ჰოსოკ! უჭმელი სად მიდიხარ? - გაიგო მკაცრი ხმა. ჯანდაბა, ბებიამისიღა აკლდა.

ნიღაბი სწრაფად მოიხსნა და ჯიბეში ჩაიჩურთა. ქურთუკიც სწრაფად შეიკრა და სამზარეულოში ღიმილით შევიდა.

- მოდი დროზე აქ და საჭმელი შეჭამე.

- კარგი რა, ბებია, მომესალმე მაინც!

- უი შე სასიკვდილე! როგორ ემსგავსები მამაშენს! - ჰობი მაქსიმალურად ცდილობდა არ გაეცინა. ვაზიდან ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა. - ვაშლის მეტი არ ჭამო არაფერი არა! მაგიტოა ასე ნიახურივით. რომ ხარ გაფშიკინებული!

- როგორ არ ვჭამ! ახლა უნდა წავიდე, სკოლაში მაგვიანდება.

- შე მუტრუკო ბავშვო, უჩანთოდ მიდიხარ სკოლაში? - იკითხა ქალმა წარბის აწევით.

"ჯანდაბა, დებილი ხარ, ჰოსოკ, დებილი!"

- უი. ისე ვჩქარობდი ვერც შევამჩნიე. ჩანთას ავიღებ, მერე კი წავალ. - თქვა და ელვის სისწრაფით ავარდა თავის ოთახში.

- აფერისტი ბავშვი! არც მიკვირს ჩემი შვილი რომ წავიდა. - გაიგო მოხუცის ხმა სანამ სახლიდან გავიდოდა. თვალზე ცრემლი მოადგა. დედამისი ისედაც ძალიან ენატრებოდა, მისი გახსენება კი ოთხჯერ უფრო დიდ ტკივილს აყენებდა ბიჭს.

მაგრამ რა შეუძლია შეცვალოს?

*****************************
იუნგი იზმორება და მის წინ მჯდარ ბიჭებს უყურებს.

- ოოოოო მინ იუნგი, ახლა თუ არ გაიღიმები, დანას გაგიყრი! მერე რა, ჰიონ, თუ ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ და შენ კიდე სრულ ჯოჯოხეთში? - თქვა გუკიმ და თეჰიონს ხელები მჭიდროდ მოხვია, რომელიცი მისი კალთიდან ადგომის შანსის გამოყენებას ცდილობდა. - თეჰი, კარგი რა! მომენატრე!

- მადლობა ჯონგუკ. ძალიან გამამხნევე! - მკვახედ თქვა იუნგიმ. - მერე კიდე მეკითხებიან უჟმური რატომ ხარო.

- აეე მაკნე, დაანებე თეჰის თავი! - თქვა ჯიმინმა. - ჰიოონ, დაივიწყე შენი მშობლები ორი წუთით! ჩვენც აქა ვართ სხვათაშორის! და თან, მხოლოდ 10 თვე და 28 დღე დარჩა შენს დაბადების დღემდე!

- რა ცოტაა. - ჩაილაპარაკა იუნგიმ და თვალები ავატრიალე.

- მე ამას ხმას აღარ გავცემ! ჯინ ჰიონ... - ჯიმინმა სოკჯინს შეხედა რომელიც ნამჯუნს თმაზე თამაშებოდა და უცინოდა. სახელის გაგონებაზე პატარებს გახედა.

- შუგა, ჩიმი მართალია. ცოტა უნდა მოეშვა. ჯეი ქეი, თეთე, თუ ერთმანეთი ასე ძალიან გინდათ, კლასი დატოვეთ. აქ ნორმალური ხალხიც არიან, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ნახონ შიშვლები როგორ იკმაყოფილებთ სურვილებს. - თქვა და ღიმილით ისევ ნამჯუნს მიუბრუნდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ერთად თქვეს.

- კარგი დედა. - ჯინმა მკვლელი თვალებით გახედა.

- რა დამიძახეთ? იცოდეთ... - იუნგის გაგრძელებისთვის არ მოუსმენია. ზედმეტად გაკვირვებული იყო სკოლის წინ ნაცნობი ფიგურის დანახვით.

"ჩვენ რა, ერთ სკოლაში ვსწავლობთ?!"

Nobody Knows...Where stories live. Discover now