ნაწილი 14

1K 133 0
                                    

დრო გადიოდა და ჯიმინს ტკივილი უმძაფრდებოდა, ყოველ საღამოს აცრემლებული ჩემს კალთაში თავსდებოდა და იძინებდა

ის ახლა მერვე თვეშია, წინ მხოლოდ და მხოლოდ სამი კვირა დარჩა და შემდეგ გადაწყდება ჩვენი ბედი

"ჯონგუკ"

ღიმილით მითხრა ჩემს კალთაში მოკალათებულმა უმწეო ჯიმინმა, რომელიც ჩონჩხს დამსგავსებოდა

"რა იყო ფერია?"

ალერსიანად ვკითხე მე და ოდნავ შევეხე მის ჩავარდნილ ლოყებს

"რაღაც მინდა გთხოვო"

"გისმენ პატარა"

"მინდა ჩემი ნამდვილი მშობლები იპოვო, მინდა ერთხელ მაინც ვნახო ისინი"

მისმა თხოვნა შოკირებული დამტოვა, მას მათზე არასოდეს უსაუბრია, პიროქით ყოველთვის ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს

"უბრალოდ, ვგრძნობ სისუსტეს, მომავალს სიზმრებშიც კი ვეღარ ვხედავ...

ადრე ყოველთვის მესიზმრებოდა ჩვენი მომავალი, პატარებთან ერთად ეხლა კი... ისე ვიღვიძებ თითქოს წამიერად დავხუჭე თვალები"

"სიზმრებიც კი ჩვენს წინააღმდეგ არიან ჯიმინ...მაგრამ ჩვენ ხომ ძლიერები ვართ? მათი არ გვეშინია"

ჩემს სიტყვებზე მის დასუსტებულ სახეს ღიმილი მოეფინა, როგორ მომენატრა მისი მრგვალი ლოყების დანახვა მისი მუდამ მოკაშკაშე თვალების

"რაც შეეხება შენს მშობლებს აუცილებლად ვიპოვით მათ!"

მან სხეული გაასწორა, თავი ბალიშზე მოათავსა და დაიძინა, მივხვდი რომ მისი თხოვნა რაც შეიძლება მალე უნდა შემესრულებინა

ტანზე ჩავიცვი და გარეთ გავედი, 25 მარტია, მომავალი თვის 9 რიცხვის დადგომა ყველაზე ნაკლებად მსურს

როცა ვაანალიზებ იმ ფაქტს რომ ჯიმინი შეიძლება დავკარგო თავს ვერ ვპატიობ იმ საქციელს რაც მე ჩავიდინე

ყურმილს ვიღებ და ყველა შესაძლო ნაცნობთან ვრეკავ  ბოლოს კი საჭირო ინფორმაციას ვიღებ და ბედნიერი ქალაქსი ერთ-ერთ ღარიბ უბანში ნიკეში მივდივარ

გაირკვა რომ ჯიმინი პაკების ოჯახიდანაა, ოჯახში ყველა ალფა მათ სუფთა სისხლის ალფებს უწოდებენ

მაგრამ გადასახადების გამო მოუწიათ პრესტიჟული  უბანი დაეტოვებინათ და საცხოვრებლად აქ ღარიბ დასახლებაში გადმოსულიყვბებ

ჯიპოესზე მითითებულ მისამართზე მივედი და კარებზე რამდენჯერმე დავაკაკუნე საბოლოოდ კი კარი ახალგაზრდა ალფა ქალმა გააღო

"გისმენთ?"

"თქვენ პაკ ლუნა ბრძანდებით?"

მკაცრი ზიზღით სავსე ხმით ვკითხე

"დიახ ... ვინ გნებავთ?"

თავაზიანად მკითხა მან რადგან დარწმუნებულია ჩემს სიძლიერეში

"თქვენი ვაჟის ჯიმინის მეუღლე მას თქვენი გაცნობა სურს"

ჩემმა სიტყვებმა შოკში ჩააგდო ახალგაზრდა ალფა

"რა სისულელეა? ჯიმინი ის  წლების წინ გარდაიცვალა? ვინ მოგცათ უფლება ჩემი გარდაცვლილი ვაჟის სახელით მესაუბროთ?!"


_______________________________________

შემდეგ თავში ჯიმინის წარსულზე ვისაუბრებთ და რადგან ეს თავი მოკლეა ორ თავს ერთდროულად ვდებ

სავსემთვარეობაDove le storie prendono vita. Scoprilo ora