ნაწილი 15

1K 138 6
                                    

"რა სისულელეა? ჯიმინი ის  წლების წინ გარდაიცვალა? ვინ მოგცათ უფლება ჩემი გარდაცვლილი ვაჟის სახელით მესაუბროთ?!"

მისმა სიტყვებმა გამაოგნა, მინდოდა არ დამეჯერებინა მისთვის, მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ მისი დანაშაულის მიუხედავად ურცხვად მატყუებდა

მაგრამ მის თვალებში დანახული სევდა არ მაძლევდა ამის საშუალებას

"ქალბატონო ლუნა, ჯიმინი ცოცხალია, და მას თქვენი ნახვა სურს. მენდეთ"

ჩემმა ნათქვამმა ერთხან დააფიქრა ახალგაზრდა ქალი, შემდეგ გაოგნებულმა შემომხედა და გულში ჩამიკრა, ის იცინოდა მაგრამ ამ სიცილს ტირილი ერეოდა

"ის.. ცოცხალია? ჩემი ვარსკვლავი ცოცხალია?"

ვგრძნობდი როგორ ძლიერდებოდა მისი ფერომონები, ისინი ჩემსასაც კი აჭარბებდნე

"მაპატიე... უბრალოდ ემოციებმა ამიტაცა"

მითხრა და ჩემს სხეულს მოცილდა

"მოდი ... სახლში შემოდი მშვიდად ვისაუბროთ"

მის სახლში შესულმა შევამჩნიე როგორ მოდებოდა ობი იქ მოთავსებულ ავეჯს

ლუნა სამზარეულოში გავიდა , მე კი მისაღებ ოთახში მარტო დავრჩი ათობით სურათთან ერთად რომელიც საინტერესოდ მივიჩნიე

ერთ-ერთმა მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ოქროსფერგმიანი ბიჭი დიდი თვალებითა და თვალის მომჭრელი ღიმილით

ეს ხომ...

"ჯიმინია, აქ ერთი წლისაა... ის ყველასგან განსხვავებული იყო"

"ხო მაგრამ , თქენ ხომ ის მიატოვეთ"

ჩემს ნათქვამზე ცოტახნით დადუმდა შემდეგ სავარძელზე მოკალათდა და მიამბო ამბავი რომელმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ჯერ კიდევ 20 წლის ვიყავი როცა ჯიმინი შემეძინა, მამამისი ცნობილი ბიზნესმენი პაკ ლუჰანი იყო... მას არ სურდა იმის აღიარება რომ ჯიმინი მისი ვაჟი იყო და ღალატში მადანაშაულებდა

ჯერ კიდევ 9 თვის იყო როცა მე სახლიდან წამოვედი, მინდოდა ჯიმინიც წამომეყვანა მაგრამ ვიცოდი რომ ჩემთან ერთად შიმშილით მოკვდებიდა

ლუჰანი ეგოისტი იყო მაგრამ არც ისე ბოროტი რომ პატარა სახლიდან გაეგდო, ის ყოველთვე მიგზავნიდა ჯიმინის ფოტოებს. მას სიგიჟემდე ვუყვარდი მაგრამ ჩემმა თავმოყვარეობამ არ მომცა უფლება მეპატიებინა

ცოლიც მოიყვანა და რამდენიმე თვეში დამირეკა და მითხრა, რომ ჯიმინი დაავადებამ იმსხვერპლა. პაკების დინასტია მალევე ღარიბ ოჯახად იქცა ცოლი დაშორდა მეც შევურიგდი ლუჰანს და საცხოვრებლად აქ გადმოვედით

ვერ ვიჯერებ... როგორ მომატყუა? ჩემი ერთადერთი იმედი როგორ დამიმალა?"

ქალი მალე ცრემლებად იღვრებოდა, მეც მასთან ერთად განვიცდიდი... მაგრამ ამავდროულად მადლიერი ვიყავი ჯიმინი სახლიდან რომ არ გამოეგდოთ ჩვენთან ვერ მოხვდებოდა

"ჯიმინი... მასზე მომიყევი"

სევდიანად მთხოვა ქალმა რაზეც უარი ვერ ვუთხარი

"25 დეკემბერს მამა სახლში ბინძური და მოუვლელი ბიჭი მოიყვანა... ის ორი წლის თუ იქნებოდა

მასზე ყურებამდე შეყვარებული ვიყავი მაგრამ ჩემს გამო უამრავი განსაცდელი გამოიარა... მომავალი თვის 9 რიცხვში პატარები გვეყოლება მაგრამ ჯიმინის გადარჩენის შანსები მცირეა"

ჩემმა ნათქვამმა ის შოკირებული დატოვა, ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა თქვა

"გთხოვ! წამიყვანე ჩემს ვაჟთან"

სავსემთვარეობაWhere stories live. Discover now