-11-

360 46 14
                                    

-ჯონგუკ... ჯონგუკშიიი....
დილით ჯიმინმა უხასიათოდ გაიღვიძა.
მე.... მე მეშინია....
-რატომ ჯიმინ?
-მეტისმეტად ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი რომ მეშინია, მეშინია რომ ჩვენი ბედნიერება სხვებისათვის უბედურების მომტანი იქნება. მეშინია რომ ბოლომდე ვერ შევიგრძნობთ ჩვენს სიყვარულს, ბოლომდე ვერასოდეს დავტკბები შენი კოცნით. წიგნებში წამიკითხავს რომ როცა ადამიანი უსაზღვროდ ბედნიერია მას ცხოვრება რაღაც ან ვიღაც მნიშვნელოვას აუცილებლად წაართმევს, მე კი არ მინდა შენი დაკარგვა და არც ტახტის, თუმცა გული მიგრძნობს ბევრჯერ მომიწევს არჩევანის წინაშე  დადგომა მე კი ეს არ მინდა. ამაზე რომ ვფიქრობ გული მიმძიმდება, სხეული მიბრუჟდება. ნეტავ, ნეტავ შემეძლოს არჩევნის გაკეთება, ნეტავ შემეძლოს ტახტის დათმობა, მაგრამ არ შემიძლია, ზედმეტად ვებღაუჭები მას, არ შემიძლია წყალს გავატანო ჩემი მრავალსაუკუნოვანი დინასტია, რომელიც ჩემმა წინაპრებმა აქამდე ბრძოლით მოიტანეს, მაგრამ მე ვერც შენ დაგკარგავ, უშენოდ არ შემიძლია, ჩემი გული ხარ, რომელიც სულ ჩემთან ერთად უნდა იყოს, აი აქ... თქვა ჯიმინმა და ჯონგუკის ხელი გულზე დაიდო.
-ჯიმინ ამაზე ფიქრით თავს რატომ იტანჯავ? ასე ხომ დაავადდები, მე ყოველთვის ვიზრუნებ შენზე, შენს მომავალსა და ბედნიერებაზე, მე არასოდეს დაგაყენებ მძიმე არჩევნის წინაშე, შენ პირველ რიგში მეფე ხარ და მე ვიაზრებ შენ სტატუს, შენს პასუხისმგებლობას ხალხისა და ტახტის წინაშე, ერთადერთი რაც მინდა ეს შენი გულია, ის კი მე მეკუთვნის, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. უბრალოდ იყავი ჩემთან და გიყვარდე მუდამ.
ჯიმინის გულმა ამ სიტყვებით სიმშვიდე მოიპოვა, თუმცა მან კარგად იცის რომ ეს დროებითია. როცა ჯონგუკთანაა შეუძლია დაივიწყოს ყველა პრობლემა, ტახტი, გვირგვინი, სამეფო, ხალხი, მაგრამ როცა ის მარტოა ყველაფერი ეს ერთად ურტყამს მის გულს, მურივით ედება მის შინაგან სამყაროს და ერთ დიდ პრობლემად იქცევა, პრობლემად რომელიც შეუფერებ დროს ერთბაშად იჩენს თავს და მაშინ ჯიმინის მოუწევს არჩევანის გაკეთება: ჯონგუკი ან ტახტი!!! მაგრამ სანამ ეს მოხდება ჯობია დატკბეს იმით რაც ასე აბედნიერებს.
-შენ ჯერ კიდევ არ გითქვას იქ რას აკეთებდი, თუ უფრო სწორი კითხვა იქნება როგორ აკეთებდი და ვისთან? რადგან საკმაოდ კარგად შეგისწავლია ეს ხელოვნება. ეჭვნარევი ხმით წარმოთქვა ჯიმინმა ისე რომ გუკისთვის არც შეუხედავს.
-მე იქ მარტო თეჰიონთან ერთად არ წავსულვარ
ჯიმინს ეჭვიანობისგან სახე ეცვალა და ეხლა უკვე გაოგნებული სახით შეჰყურებდა უმცროსს.
-ესე ნუ მიყურებ, დამამთავრებინე.... მოკლედ იქ რამდენიმე ბიჭი წავედით, არ ვიცი იქ ვინ რას აკეთებდა, უბრალოდ ერთად ვიპარებოდით სასახლიდან და უკანაც ერთად ვბრუნდებოდით დათქმულ დროს. სიმართლე გითხრა თავიდან გამიჭირდა სასურველ ადგილზე მოხვედრა, უბრალოდ ხალხს ვაკვირდებოდი და ერთ დღესაც სასურველ წყვილს მოვკვარი თვალი, უკან ავედევნე, თუმცა მათ შემაჩნიეს, თავიდან ეგონათ რომ მე მე, ცოტა მიჭირს ამის თქმა, მოკლედ მათ ეგონათ რომ მე პარტნიორებს ვეძებდი.
-პარტნიორებს? პარტნიორებს და არა პარტნიორს? ეს რას ნიშნავს?
-ხო პარტნიორებს საწოლში, თუმცა მე ყველაფერი ავუხსენი და მათ დახმარება შემომთავაზეს. ჯონგუკი ამ მომენტზე გაჩერდა, თუმცა ჯიმინი კითხვების დასმას არ წყვეტდა.
-მერე, მერე რა მოხდა ყველაფერი მომიყევი.
-მე უბრალოდ მათ სასიყვარულო სცენას ვუყურებდი და ესე ვსწავლობდი როგორ მომენიჭებინა შენთვის ბედნიერება, გეფიცები მხოლოდ ვუყურებდი მეტი არაფერი და თან შენზე ვფიქრიბდი, წარმოვიდგენდი როგორი სიამოვნებით გავაკეთებდი მსგავს რამეს შენთან.
    ბოლო სიტყვები  დაბალი ტონით წარმოთქვა ჯიმინის ტუჩებთან და თან დაამატა: მათ უამრავი რამ მასწავლეს, მე კი ერთი სული მაქვს ამას შენთან როდის გამოვიყენებ.
ჯიმინი უხეხულად შეიშმუშნა, ის აშკარად მოლბა, თუმცა თავისი ვითომ და სიმკაცრე წამშივე დაიბრუნა:
-არ გეგონოს ესე ადვილად გადამირჩე ჯონგუკში, იმედია შენი ცოდნა შენს ტყულებს გადაფარავს, თორემ ჩემს მრისხანებას ვერ გადაურჩები.
-ოჰ ჯიმინი და მრისხანება, საინტერესოა ნაზავია. სიცილით წარმოთქვა გუკიმ
-ასე არა? შენ გგონია მთელი ეს დრო მე რას ვაკეთებდი? ვერ მაფასებთ ბატონო ჯონ.
-ვითომ? საინტერესოა რას მალავს თავის უხამს ფიქრებში თვით კორიოს მეფე ან საიდან მიიღო ეს ფიქრები მან.
-წიგნებიდან. წიგნებში უამრავი რამ წერია და ამავდროულად ხატია, ასე რომ არც ისეთი გაურკვეველი ვარ ამ საქმეში როგორც შენ გგონია.
-საუბარს მგონი ჯობს დამიმტკიცო, თქვა ჯონგუკმა და უფროსს ყურთან ნაზად აკოცა, შემდეგ ენა ყურზე გადაუტარა, ჯიმინს კვნესა აღმოხთა.
-მაჩვენე რა შეგიძლია, ჩასჩურჩულა ყურში, ისე რომ მისი ტუჩები უფროსის კანს მსუბუქად ეხებოდნენ.
ჯიმინი ტრანსიდან გამოვიდა, უფროს ქვედა ტუჩზე მომთხოვნად აკოცა, შემდეგ კბილებში მოიქცია და მტკივნეულად დაუსრისა, ეხლა ჯონგუკს წამოცდა სიამოვნების მომგვრელი ბგერები, რაც იმას ნიშნავდა რომ ამჯერად ჯიმინმა გაიმარჯვა.
   ეს ყველაფერი ალბათ კიდევ უფრო დიდ სიამოვნებაში გადაიზრდებოდა რომ არა საჭურისის გამუდმებული კაკუნი კარზე, ასე მაშინ ხდება, როცა რაიმე სერიოზული ხდება.... ჯიმინი იძულებული გახდა ამდგარიყო.
-რა ხდება? როგორ ბედავთ ჩემს შეწუხებას?
-ბოდიშს გიხდით თქვენო უდიდებულესობავ, დარბაზში დიდებულები არიამ შეკრებილნი და თქვენთან შეხვედრას მოითხოვენ.
-ეს რა სითავხედეა, ჩემი მოწვევის გარეშე როგორ გაბედეს აქ მოსვლა.
უცებ ნაცნობი ხმა გაისმა:
-ნება მომეცით მე აგიხსნათ ჩემო მბრძანებელო.
ეს გონგიანი იყო, ადამიანი რომელიც ყოველთვის მეფის გვერდითაა, ადამიანი, რომელსაც ყოველთვის აქვს გამოსავალი რთული სიტუაციიდან და ყოველთვის მეფის მხარესაა, რა გაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, თუნდაც ეს მის მომავალს საფრთხის წინაშე აყენებდეს. თუმაცა, ამჯერად მას შესწევს უნარები რომ სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოს და ჯიმინი დიდებულების მრისხანებისგან დაიხსნას, მთავარია ამას ის დასთახმდეს.
- თქვენო უდიდებულესობავ სიტუაცია ასეთია, მათ გაიგეს რომ ის გაურკვევი წარმოშობის ადგილი გადაწვით, ბევრისათვის ის სასურველი ადგილი იყო, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ მათ იციან ეს რატომ გააკეთეთ, მათ იციან რომ კონრიონვედან ჯონგუკი იპარებოდა და იმ ადგილას მიდიოდა, ეს კი კარგად მოგეხსენათ დაუშვებელია, ისინი მის დასჯას მოითხოვენ რათა სხვა კონრიონვეელებმა იგივე აღარ გაიმეორონ, მათ იციან თვენი გრძნობების შესახებ, მათ იციან თქვენი იქ ყოფნის მიზეზი და ამას თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამიტომ გარიდებდით ჯონგუკს. მე ამით მასაც ვიცავდი და თქვენც. ეხლა მას მოუწევს ამ ყველაფერზე  პასუხისგება და თუ ამას არ იზამთ თქვენ ამით უფრო გაამყარებთ მათ აზრებს თქვენს ორიენტაციათან დაკავშირებით, ეს კი იცით რა დონემდეც მიიყვანს სამეფოს, სასახლეში არეულობა დაიწყება. თქვენ ბევრი იწვალეთ საკუთარი ადგილი და სიტყვა რომ დაგემკვიდრებინათ, ეხლა კი ის სიტუაციაა, როცა ეს კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოთ, ამიტომ გთხოვთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ისეთი როგორიც მეფეეს შეეფერება და არა გრძნობებს აყოლილ ადამიანს. დარწმუნებული ვარ ჯონგუკი ამას გაგიგებთ.
-შენ რა გინდა მითხრა, რომ იმის გამო რომ დიდებულები გავაჩუმო უნდა დავსაჯო ადამიანი რომელიც მიყვარს? მე მეფე ვარ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი, მათ არ აქვთ უფლება ულტიმატუმებით მელაპარაკონ.
-მეფეო, ჩვენ ერთად უამრავი რამ გადავიტეთ, იმისათვის რომ ეხლა აქ ვმდგარიყავით, ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ თუ ასე რომ მოიქცევით თქვენ მიიღებთ არეულობას ქვეყნის შიგნით, თანაც რის ფონზე, როცა ჯონგუკი მართლა დამნაშავეა, მან კონრიონვეს წესი დაარღვია.
-გონგიან დაუკვირდი რას ამბობ, მგონი დაგავიწყდა რა ემართება მათ ვინც მეურჩება... არა და ჯიმინმა იცოდა რომ გონგიანი მართალი იყო და ეს ყველაზე მეტად ანადგურებდა, აი მისი დილის წინათგრძნობის დასტურიც. აი ზღვარი მეფე ჯიმინსა და ჯონგუკის ჯიმინს შორის, რომელიც ყოვეთვის გაივლება ამ ორ შორს და ყოველთვის შეახსენებს მათ ადგილს ამ უსამართლო ცხოვრებაში.
-მარტო დამტოვეთ, უნდა დავფიქრდე.... თქვა ჯიმინმა და საძინებლისკენ გაემართა.
-ყველაფერი გაიგონე ხომ?
-დიახ, თუმცა მე ამ ყველაფერს ველოდი და მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემ დანაშაულზე.
-კი მაგრამ ჯონგუკ შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა სასჯელი შეიძლება მოითხოვონ მათ, თან იმის ფონზე როცა ეჭვი აქვთ ჩემი შენდამი გრძნობების შესახენ და ამას ჩემ წინააღმდეგ იყენებენ, ამით ორმაგად მანადგურებენ.
-მათ ეჭვი აქვთ, ზუსტად არ იციან, ამიტომ ეჭვი უნდა გავუქარწყლოთ, შენ თუ არ დამსჯი ისინი მიხვდებიან ჩვენს საიდუმლოს და გაგანადგურებენ.
-ხო მაგრამ თუ დაგსჯი ამით ისედაც გავნადგურდები.
-არაუშავს, ეს დროებითი იქნება, რაც არ უნდა იყოს სასჯელი მე მივიღებ. გახსოვს გითხარი რომ არასოდეს დაგაყენებ არჩევნის წინაშე, მე შენი მესმის უბრალოდ იცოდე ჩემი მოვლა მოგიწევს და ჩემი წუწუნის ატანა.
-ჯონგუკ როგორ შეგიძლია ასეთ დროსაც იხუმრო? საქმე შენს დასჯას ეხება მე ამას ვერ შევძლებ...
-შეძლებ ჯიმინ შენ მეფე ხარ, მეფე კი ძლიერი უნდა იყის ასეთ სიტუაციაშიც კი... თქვა გუკმა და ჯიმინი გულში ჩაიკრა.
გუკმა არ იცის ჯიმინი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს ის უსიტყვოდ მიღებს, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს მზადაა ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანოს, მზადაა დაისაჯოს ორივეს მაგივრად, დაისაჯოს არასასურველი სიყვარული გამო, ოღონდ ჯიმინს არ ეტკინოს, ოღონდ ჯიმინს არ შეეხნონ, თუმცა იმას ვერ აცნობიერებს რომ მისი ტკივილი ჯიმინის ტკივილია, მისი ცუდად ყოფნა ჯიმინის ცუდად ყოფნას ნიშნავს და ზოგადად რაც ხდება და რაც მოხდება ყოველთვის ორივეს შეეხება, შეილება ეს ჯონგუკისთვის იყოს ფიზიკური ტკივილის მომტანი, მაგრ ეს აუცილებლად იქნება ჯიმინისთვის სულიერი ტკივილის მიზეზი, ამიტომ შეუძლებელია ჯონგუკმა  ყველაფრი საკუთარ თავზე აიღოს, ჯიმინს მაინც მოუწევს კუთვნილი საზღაურის მიღება.

შეცვლილი გრძნობა ( JIKOOK)Where stories live. Discover now