16

248 36 14
                                    




ჯიმინის გარეშე უამრავმა დრომ გაირა, ჯონგუკმა დიდი ხანია შეწყვიტა თვლა....თავიდან მხოლოდ იმიტომ ითვლიდა, რომ საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ  ჯიმინი დიდხანს ვერ გაძლებდა, თუმცა დრომ საპირისპირო აჩვენა და მანაც შეწყვიტა საკუთარი თავის წამება, ასე გაცილებით უფრო ადვილია, როცა არ არსებობს საზომი მათი განშორების.

ჯონგუკმა კონრიონვე ზუსტად ჯიმინის ქორწინების წინა ღამეს დატოვა, მისივე ბრძანებით და ქვეყნის ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია კოგურიოში გაიგზავნა, რომელიც გალავნებით შემოსაზღვრულ საზღვარს წარმოადგენდა. ერთის მხრივ გუკი  მადლობელიც იყო მისი, ამ მოწყალების გამო, რადგან მისთვის ადვილი არ იქნებოდა ჯიმინის ქორწინების ატანა, ისევე როგორც ჯიმინისთვის ჯონგუკის კორიოში ყოფნა. ეს თითქოს ურიერთშეთანხმებას ჰგავდა, შუამავლის საშუალებით, რადგან ამის შესახებ ჯონგუკს გონგიანმა აცნობა, უმცროს ერჩივნა ეს მისგან მოესმინა და გამომიშვიდობების საშუალებაც ჰქონოდა, მაგრამ ჯიმინმა ისევ თავისი ინტერესები დააყენა წინ, ასე ხომ გაცილებით უფრო ადვილი იყო და გაცილებით უფრო უმტკივნეულოც. ის კვლავ ყოველგვარი ახსნის გარეშე წავიდა.

- შეეძლო ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად ეთქვა, ამბობს გონგიანის ოთახში მყოფი ჯონგუკი.

- მისი უმაღლესობა არ არის ვალდებული მსგავსი საკითხები თქვენთან პირადად განიხილოს.

- შეიძლება რაღაც გკითხოთ?

- გისმენ.

- რა ბედი ეწია თეჰიონის ოჯახს?

- როგორც გაირკვა ის სეონგ გიეს უფროსი ვაჟი აღმოჩდა, თეჰიონის სიკვდილით დასჯის შემდეგ მის ოჯახს ჩამოერთვაა წოდება ქონებასთან ერთად და მთელი ოჯახი კონრიოდან გაძევებულ იქნა. ეს ოჯახი თავიდანვე შემჩნეული იყო მეფის წინააღმდეგ ქმედებებში.

- რა სისასტიკეა.

- შენ არ გაქვს უფლება განსაჯო მეფის გადაწყვეტილება, თეჰიონი მოღალატე იყო და შესაბამისადაც დაისაჯა.

შეცვლილი გრძნობა ( JIKOOK)Where stories live. Discover now