-1-

2.3K 176 16
                                    

-ჯიმინ ჰიონ, შეიძლება შენს ოთახში დავიძინო?
-ჯონგუკ, ისედაც ყოველთვის აქ გძინავს.შემოდი.-მომწონს ჩემს გვერდით რომ არის, იმის მიუხედავად რომ დროს ძალიან ხშირად  ვატარებთ ერთად მაინც მინდა რომ სულ ჩემთან იყოს. ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და ხელი ხელზე დამადო.
-კარები ჩაკეტე?-მე გავეხუმრე, მან კი თავისი ბავშური სახით შემომხედა, თვალები გაუფართოვდა, ადგა და კარები ჩაკეტა. მე ამაზე სიცილი ამიტყდა.
-სასაცილოა?
-კი ძალიან.-ზემოდან დამახტა და ჩემი წვალება დაიწყო, ჩვენი თვალები, ტუჩები ზედმეტად ახლოს იყო, თავს ვერ ვიკავებდი, მინდოდა მეკოცნა თუმცა ვიცოდი რომ ეს არ იქნებოდა სწორი საქციელი ამიტომ  მალევე წამოვდექი. თავი მოვიქავე და აბაზანაში შევედი. ცხელი წყალი მესმიამოვნა.
-ჰიონ, მალე გამოხვალ?-აბაზანაში ჯონგუკმა თავი შემოყო, ჩემსკენ კი არც შემოუხედავს.
-მალე გამოვალ. რამე მოხდა?
-არა უბრალოდ ვერ ვიძინებ.-სითბო ვიგრძენი ამ სიტყვების გაგონებისას, ოდნავ ჩამეღიმა და დუში გამოვრთე. პირსახოცი წელსქვემოთ შემოვიხვიე და მის წინ დავდექი.
-რატომ ვერ იძინებ?
-არ ვიცი, უბრალოდ მინდა რომ შენც ოთახში იყო.-ვგრძნობდი მისი თვალები როგორ უყურებდნენ ჩემს შიშველ სხეულს. მოულოდნელად თვალი ამარიდა და ოთახში გავიდა, მეც გავყევი. მაისური გადავიცვი და ლოგინზე დავწექი. უკნიდან მომიწვა და ჩამეხუტა, მისი სუნთქვა კისერში ჟრუანტელივით მივლიდა, მისი სურნელიც კი მაგიჟდება.
-ჰიონ, შენთან თავს მშვიდად ვგრძნობ.
-მართლა?
-ხო.
-კარგია.-მისკენ გადავბრუნდი და მის თმას დავუწყე მოფერება, ვხედავდი როგორ მოსწონდა, თვალები დახუჭა და თან ეღიმებოდა.
-ჯონგუკ!
-გისმენ.
-არაფერი.
-მითხარი.
-ჩამეხუტე.-მისი დიდი ხელები ვიგრძენი ჩემს წელზე რომელმაც ახლოს მიმიზიდა. მის მძაფრ და ამავდროულად ტკბილ სურნელს ახლა უკეთ ვგრძნობდი. მომწონდა რომ ერთად გვეძინა, მასთან ყოფნა იმაზე მეტად მაბედნიერებდა ვიდრე ეს თავად წარმოედგინა.

Boy with luv •Completed• ✅Where stories live. Discover now