თავი 3.სასიამოვნო სურპრიზი

1.4K 113 24
                                    

თეჰიონი ანას უყურებს,ხოლო ანა მას.ნუთუ,იცნო?ნუთუ,ახსოვს?ანას ძალიან დიდი იმედი აქვს,რომ არა,მაგრამ ის ამ 4 წლის განმავლობაში დიდად არ შეიცვალა:მხოლოდ თმებს გადაკვროდა წაბლისფერი ფერი(გადაწყვიტა თავის გარეგნობაში რამე შეეცვალა)და უფრო მოკლე გახდა,ბეჭებამდე წვდებოდა,ხოლო დანარჩენს რაც შეეხება, ანას შეხედულება ცხოვრებისადმი შეიცვალა:ის უფრო ზრდასრული და ბრძენი გახდა,ხოლო თეჰიონი...თეჰიონი სულ სხვანაირად გამოიყურება:თვალებზე ლაინერი ფართოდ არ აქვს წასმული,ხოლო თმებს ნატურალური ფერი აქვს,(ისე არა,როგორც მაშინ -  ერთი ექსტრემალური ფერიდან,მეორე ექსტემალურ ფერში გადაჰყავდა).ის ბუნებრივად და ლამაზად გამოიყურება,ოფისში მომუშავეთა მზერაც ამას ადასტურებს.მისი ახლანდელი შეხედულება უფრო შეეფერება უფროსის სტატუს,თუნდაც ახალგაზრდა იყოს.

როდესაც ყველა მუშისგან მოლოცვა მიიღო თანამდებობასთან დაკავშირებით და წამატებული მუშაობაც უსურვეს,თეჰიონი თავისი კაბინეტისკენ გაემართა,რომელიც დანარჩენი კაბინეტებისაგან განსხვავებულია - შიგნით მინის იატაკით და ჟალუზებით.ანა იქ ყოველდღე ალაგებდა,იმიტომ,რომ იცოდა,როგორი მაღალი დონისაა და როგორ თანამედროვედ იყო მოწყობილი.იქ ყველაფერია რაც სერიოზულ უფროსს ესაჭიროება.

- ანა,მისი კაბინეტი იქამდე უნდა დაგელაგებინა სანამ მოვიდოდა, - ეჩურჩულება ყურში თანამშრომელი. - რადგან მცირე შანსია მის სილამაზეს გაუძლო.

ანა არაფერს პასუხობს.შესაძლებელია,რომ თეჰიონმა ის საერთოდ ვერც იცნო.ნებისმიერ შემთხვევაში,ის ამას გამოიყენებს,როდესაც მის კაბინეტში შევა.როგორ არ უნდა ანას ეს გააკეთოს!როგორ ეშინია!კანკალმა და ნერვიულობამ მთელი მისი სხეული მოიცვა.

ქალების ნახევარი კიდევ დიდხანს ჩურჩულებდნენ თავიანთ მშვენიერ უფროსსზე,ხოლო კაცებს უბრალოდ ეღიმებოდათ ქალების ასეთ რეაქციაზე და თავიანთ საქმეს აგრძელებდნენ,ანა კი დალაგებისთვის საჭირო ნივთებს იღებს და თეჰიონის კაბინეტისკენ მიდის,უფროსწორედ ბატონი კიმ თეჰიონის კაბინეტისკენ.

We Don't Say Goodbye | K.THWhere stories live. Discover now