"მზად ხარ?" სუ შემეკითხა. თავი დავუქნიე და გარეთ გავყევი.
უცნობი მანქანით ვმგზავრობდით, სავარაუდოდ მისი იქნებოდა. იგი იჯდა საჭესთან მე კი მგზავრის ადგილას, ფანრჯიდან ვიხედებოდი.
თხუთმეტი წუთის შემდეგ მივედით. მანქანიდან გადმოვედი და გავიღიმე, ნაცნობ აპარტამენტებს ვაკვირდებოდი. ლიფტში შევედით და საკმაოდ ვამაყობდი იმითი, რომ ჩემი ძმის ბინის ნომერი კიდევ მახსოვდა.
კორიდორში გავიარეთ და 1104–ე ბინის წინ გავჩერდით. სუმ დააკაკუნა და დაიცადა. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ჯივონმა, ჩემმა ძმის ცოლმა, კარები გაგვიღო.
გაგვიღიმა და შიგნით შესვლისას შეგვეგება. ჩემი ძმა გამოვიდა და ჩამეხუტა. ხანმოკლე ლაპარაკის შემდეგ ოთახში პატარა გოგონამ შემოირბინა.
კალთაში ჩამიჯდა, მე მას ჩავეხუტე და თბილად გავუღმე. მან მე შემომხედა და ახითხითდა.
"შენი თმა მწვანეა!"
"ხო, ახალი ფერია. მოგწონს?" მე შევეკითხე.
თავი დამიქნია და ისევ ჩაიკისკისა, ცხვირით ჩარგო თავი ჩემს მკერდში. ჩავიცინე და კიდევ უფრო მივიხუტე. ის როგორი საყვარელი იყო. და მძულდა ის, რომ მას ვერ ვიხსენებდი.
"წავალ და მაგიდას გავაწყობ," ჯივონმა უეცრად თქვა.
"დაგეხმარები," სუმ თქვა და წამოდგა, ჯივონს გაჰყვა, მე და ჩემი ძმა მარტო დაგვტოვა.
"აბა როგორია?" ძმამ მკითხა.
მხრები ავიჩეჩე.
"ცოტათი გასაკვირია, იცი. ამ ყველაფრის შეტყობა გაღვიძების შემდეგ ძალიან საოცარია. ეონზე მხოლოდ მაშინ გავიგე, სანამ მოვიდოდით, მაგრამ როგორც ჩანს ჩემზე მოჯაჭვულია და ეს საერთოდ არ მახსოვს, ეს კი მაბრაზებს."
მხარზე მომეფერა. "არაუშ–"
"უშავს!" უხეშად ვუპასუხე და ეონმა უკან დაიხია, დიდი გაფართოებული თვალებით ამომხედა.
"არ არის რიგზე, ჰიონ. ეს ყოველდღე დამემართება. ყველაფერი, რასაც მეუბნები და რაც დღეს მოხდება ჩემი მეხსიერებიდან წაიშლება და ვერასდროს გავიხსენებ.ალბათ, იმავეს გეტყოდით ადრეც, მაგრამ ეს დედა******** არ მახსოვს!"
სიჩუმე.
"შენ შეიგინე."
ნაზმა ხმამ ცნობიერებას დამაბრუნა. ხმის პატრონს, ეონს, შევხედე.
მისი ლამაზი დიდი შავი თვალებით ამომხედა და წაიბუზღუნა.
"დედიკომ მითხრა, რომ იგი არასდროს ვთქვა. ბიძია იუნგი, ნუ ამბობ თორე ღმერთი სამოთხეში არ შეგვიშვებს. მე ანგელოზი ვარ, ამიტომაც სამოთხეში ვიცხოვრებ და მინდა ჩემთან ერთად იყო, ანგელოზი რომც არ იყო."
წამიერად ჩუმად ვიყავი და შემდეგ სიცილი დამეწყო. როგორ შეეძლო სამის წლისას ასე ლაპარაკი? ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე, ჩემი ყველა დარდი უეცრად გაქრა.
YOU ARE READING
Hidden | ქართულად. ✓
Fanfiction❝ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც გაგეღვიძა და ჩემი სახელი დაგეძახა.❞ საძინებელში ავირბინე, გავაანალიზე, რომ ჩანაწერები ყველგან იყო მიკრული, კედლებზე, ფანჯრებზე, ჩემს მაგიდასა და ჩემს კარადაზე. ზედმეტად მეძინებოდა, ალბათ, მათ შესამჩნევად. მაგრამ მხოლოდ ერ...