7 სექტემბერი, 2018 წელი.
"იუნგიიიი."
ერთადერთმა და განუმეორებელმა ჰოსოკმა გამჭყლიტა.
"აჰ, ზედმეტად ხმაურიანი ხარ." დავიწუწუნე, მაგრამ მაინც მას ჩავეხუტე.
უკან გამწია და გაოცებისგან პირი დააღო. "ოჰ, ღმერთო, შეხედე შენს თმას. ის ქერაა!"
"დღეს დილით შევიღებე." მხრები ავიჩეჩე.
"მომწონს." ცერა თითი აწია და შემდეგ სუსკენ შეტრიალდა.
"სუუუ!" კიდევ დაიყვირა და მას ჩაეხუტა. მან ჩაიცინა და საპასუხოდ ისიც ჩაეხუტა, დაჟინებული მზერით ვუყურებდი მათ. გაურკვეველი მიზეზის გამო მათი ასეთი სიახლოვე არ მომწონდა.
ყველანი მანქანაში ვისხედით და ჰოსოკი სახლისკენ მიგვყავდა, სუ მანქანას აყენებდა, როცა დაურეკეს.
გაჩერდა და ტელეფონს უპასუხა. "გამარჯობა?"
სახიდან ფერი გაუქრა, როცა მეორე ხაზზე ვიღაც ელაპარაკებოდა. კანკალით ჩაისუნთქა და ნერწყვი გადაყლაპა.
"კა–კარგი. მადლობა," ბორძიკით თქვა.
ტელეფონი დადო და შემომხედა. "იუნგი... სადღაც უნდა წავიდე. შეგიძლია ბინაში დამელოდი, კარგი?"
მის მოკანკალე ხელებს შევხედე , სანამ თავს დავუქნევდი და მანქანიდან გავიდოდი. დაუყოვნებლივ წავიდა და ლიფტისაკენ გავეშურე.
ბინა გავაღე და ტახტზე დავჯექი. ჰოლი ავიყვანე და კალთაზე დავისვი, თმაზე ხელს ვუსმევდი.
რამდენიმე საათის შემდეგ შემოსასვლელი კარები გაიღო და სუ შემოვიდა, სახე ფერკმრთალი ჰქონდა და მთელი სხეულით კანკალებდა. კარები დახურა და მუხლებზე დაეცა. ნელა წამოვდექი და მის წინ დავიხარე.
"რა გჭირს?" შევეკითხე.
ცრემლი ჩამოუვარდა. "დედა..."
კიდევ ერთი ცრემლი და თავი ხელებში ჩარგო, ხმამაღლა ტიროდა, მისი სუსტი მხრები კი ძლიერ ირხეოდა.
ყოყმანით მივიხუტე, არ ვიყავი დარწმუნებული თუ რა მოხდა. წრიულად ვუსმევდი ზურგზე ხელს, ყოველ წამს კი მის გარშემო ხელს უფრო მაგრად ვხვევდი.
ყურში დამამშვიდებელ სიტყვეს ვუჩურჩულებდი, როცა თავზე ვაკოცე. დედამისი მოკვდა? არ ვიცოდი და ისიც კი არ ვიცოდი დედა ჰყავდა აქამდე თუ არა.
ჰოლიმ ჩვენსკენ გამოირბინა და ცხვირი სუს მუცელზე მიადო. მას დავხეე და დავფიქრდი თუ როდის მიეჯაჭვა მას ასე ძალიან. მხოლოდ ჩემთან იყო მასე. მაინც ჩვენს ცხოვრებაში რამხელა დატვირთვა აქვს სუს?
უფრო მაგრად ჩავეხუტე და თავზე ნიკაპი დავადე.
"მე აქ ვარ შენთვის."
YOU ARE READING
Hidden | ქართულად. ✓
Fanfiction❝ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც გაგეღვიძა და ჩემი სახელი დაგეძახა.❞ საძინებელში ავირბინე, გავაანალიზე, რომ ჩანაწერები ყველგან იყო მიკრული, კედლებზე, ფანჯრებზე, ჩემს მაგიდასა და ჩემს კარადაზე. ზედმეტად მეძინებოდა, ალბათ, მათ შესამჩნევად. მაგრამ მხოლოდ ერ...