ჭორები

816 58 3
                                    

"ლისა, დამშვიდდი" თქვა როჯემ ოცდამეცხრედ.

სახლში დავბრუნდით რეპეტიციიდან და აღმოვაჩინეთ, რომ ჭორები ჩემზე და ჯონგუკზე უკვე ფართოდ გავრცელებულიყო.

"ამ ყველაფერს ერთი კარგი მიზეზი აქვს. იმ ბიჭთან აგიგირეს ჭორი, რომელიც მოგწონს" თქვა ჯენიმ და გაიღიმა.

"ჯენი, ასეთი რაღაცების თქმით ვერ დამამშვიდებ" ვთქვი და ფეხებს ჩავეხუტე.

"ვერ შემეწინააღმდეგები, რომ ჯონგუკი boyfriend material-ია" თქვა ჯისუმ.

ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა.
"კიდევ ერთი პოსტი" თვალები გადავატრიალე და ტელეფონი ავიღე.

"ჯონგუკზე და ბლექფინქის ლისაზე ჭორები გუშინ ღამით გავრცელდა. ხალხმა ეს ორი გუშინ საღამოს გამოიჭირა მაღაზიაში. შესაძლოა ისინი ერთად ცხოვრობენ, რადგან დიდი რაოდენობით პროდუქტი მიაქვთ" ხმამაღლა წავიკითხე. "დებილობაა და მეტი არაფერი".

კიდევ ერთი პოსტი გავხსენი და ხმამაღლა წავიკითხე. "blackpink-ის ლისა შეიძლება ორსულ- რა ჯანდაბაა?!"

ჯენიმ გაიცინა, "უბრალოდ კითხვა განაგრძე, მაინტერესებს როგორი დებილობა თეორია აქვს ამ გოგოს" თქვა და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა.

"ლისა შეიძლება ჯონგუკისგან ორსულად იყოს. ამის დამტკიცება შემიძლია. მათ ბოლო ვიდეოში, რომელიც გუშინ გამოვიდა შევამჩნიე, რომ ლისას მუცელი ოდნავ გაეზარდა. - ეს გოგო ნამდვილად გიჟია" დავიყვირე.

"ამას მხოლოდ ყურადღებისთვის აკეთებს. დიეტაზე ვიყავით და ბევრს ვვარჯიშობდით ქამბექისთვის, ეს კი იმ გოგომ არ იცის" თქვა როჯემ.

მართალია დიეტაზე ვიყავით და ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით, იმისთვის რომ ქამბექისთვის კარგ ფორმაში ვყოფილიყავით.

"ლისას მუცელი ოდნავ გაეზარდა. მსუქანი არ არის, თუმცა ძველ ფოტოებს რომ შევადაროთ მისი დღევანდელი მდგომარეობა, მიხვდებით, რომ მუცელი გაეზარდა. და კიდევ, რამდენიმე კვირის წინ აიდოლების ფესტივალზე ვიდეო ვნახე, სადაც ბანთანს ინტერვიუ ჰქონდა. მათ უკან კი GOT7-ის ბემბემი სთავაზობდა ლისას ღვინოს, თუმცა ლისამ უარი უთხრა და ღვინო არ გამოართვა. ორსული ქალები კი ალკოჰოლის შემცველ სასმელს არ სვამენ"

S T A Y / LisKook (Editing) Where stories live. Discover now