თავი 21

1.8K 251 238
                                    

ნამჯუნის სწრაფი ნაბიჯები თოვლიან გზაზე დაუსრულებელ კვალს ტოვებს. პროფესორი გაცეცხლებულია, განრისხებულია რეპუტაციის შელახვის გამო.

განა, ის ლაწირაკი ღირს ამად?!

თითქმის მიაღწია ფსიქიატრიულს.

თითქმის ჩამოიტოვა ჯინი, მაგრამ...

თქვენთვისაც ფუჭია, არა, ყველაფერი ამ სიტყვამდე?!

სწორედ მაშინ მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება:

"ამჩნევ წითელ წერტილს შუბლზე? თუ ასეა, თავი ერთხელ დააქნიე."

ბრაზისგან სკდება.

თავს აქნევს.

"შეეხები=მოკვდები."

ცოტაც და არწყევს ბოღმისგან.

კანკალებს.

სურს, რომ დედამიწა ტანზე შემოიხიოს...

- ღმერთო... - გულზე ხელებს იკრეფს ჯინი - ღმერთო, ეს რა არის... - წერტილისკენ იშვერს თითს.

- მოკეტე! - ყვირის და ტელეფონს თოვლში აგდებს - წყეულიმც იყავ, შარლოტა!

- არა... - ბიჭი პანიკაში ვარდება და თითები ნამჯუნის შუბლთან მიაქვს - მე მესროლეთ... ოღონდ მას არა... - უკან იყურება თითქოს მისი ვინმეს ესმოდეს - გთხოვთ...

ახლა პროფესორს დამშვიდება სჭირდება.

ესაჭიროება ვინმე ან რაიმე, რაზეც დაგროვილ ემოციებს დახარჯავს...

ალბათ, ამიტომ იქცევს უხეშად მკლავებში შავთმიანს და ისე კოცნის, რომ ჰაერის არსებობა ორივეს ავიწყდება.

უკვე გითხარით, რომ ცხოვრება მშვენიერია, არა?

***
- ვიღაცას ძილი გაუტკბა! - დოინჯშემოყრილი თეჰიონი შარლოტას ადგას თავზე და ცდილობს გააღვიძოს - პატარავ, გაიღვიძე, შენთვის სურპრიზი მაქვს!

- ასე მეღიტინება... - კისკისებს წაბლისფერთმიანი და უფროსის კოცნებს იგერიებს - გეყოფა, ვდგები... - სიცილისგან ვეღარ სუნთქავს, მაგრამ ქერა მაინც არ ანებებს თავს.

ფსიქოპათი (დასრულებული)Where stories live. Discover now