თავი 25 (ნაწილი 1)

1.5K 235 124
                                    

  უკანასკნელი წერილი

"მას შემდეგ წელიწადი გავიდა...

ბევრი არც მიფიქრია რა უნდა გამეკეთებინა, მეორე დღესვე მოვკიდე ჯიმინს ხელი და იმ ჯოჯოხეთიდან წამოვიყვანე. ჩემი გამოთვლებით შვეიცარია საუკეთესო ვარიანტი იყო: სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო, ის რაც ორივეს გვჭირდებოდა! განსაკუთრებით კი - პატარა შეშლილს...

რომ მახსენდება ის დღეები, გული სითბოთი და სიხარულით მევსება... ისეთი ბედნიერები ვიყავით, ყველას ყურადღებას ვიქცევდით აეროპორტში! ნეტავ, ახლა გადავრჩეთ და ვფიცავ, აღარასდროს გავანერვიულებ, ვაწყენინებ ან ავაფორიაქებ ჩემს ერთადერთ სიყვარულს! მაგრამ, ვაი, რომ გვიანია...

ბუქსში დავსახლდით, მყუდრო და სიმწვანით სავსე სოფელში. ჯიმინს თეთრი ბაჭია ვუყიდე, კინაღამ გაგიჟდა! მუდამ მასთან ერთად ბაჯბაჯებდა ოთახებში და თუ გაექცეოდა სიცილით აედევნებოდა ხოლმე უკან. როცა დაიჭერდა კოცნიდა, იხუტებდა და არიგებდა, რომ სახლში სირბილი არ შეიძლება! ცრემლებამდე მივალ, ალბათ... რატომ, რა ჯანდაბად მიწევს ამ წერილის წერა?! იმედი მაქვს, თეჰიონისა და შარლოტას ხელში არ ჩავარდება, თორემ სულ ტყუილად მიშრომია მაშინ...

მოკლედ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ზედმეტად კარგადაც კი! არ მაინტერესებდა რატომ დაიღუპნენ ერთმანეთის მიყოლებით ნამჯუნი, ჯინი და მთავარი მედდები სრულიად მოულოდნელად, არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება, რომ 'არწივის თვალის' მეთაური გამოფატრული იპოვეს საკუთარ სახლში... უბრალოდ ვცხოვრობდი და ვტკბებოდი თითოეული მომენტით, წარსულს კი - ვივიწყებდი... სწორედ ამიტომ ვერ გავთვალე მოსალოდნელი საფრთხე...

ფსიქოპათი (დასრულებული)Where stories live. Discover now