✔2💫

517 54 14
                                    

როგორც ყოველთვის ადრე გავიღვიძე... მაშინათვე გავემზადე და სავარჯიშოდ წავედი... ერთი საათი ვირბინე, მერე კი დარბაზშიც ჩავედი... ყოველთვის ასე ხდება... სახლიდან გასვლა არასდროს მჭირდება... რადგან თუ რამე მინდა ყველაფერი აქვე მაქვს... სავარჯიშო ოთახში შევედი თუ არა იქ ქუქი დამხვდა... ყურსასმენები ეკეთა და სარბენ ბილიკზე დარბოდა... მეგონა ამ ჯერად მაინც გავიღვიძე მასზე ადრე.. მარა დღითიდღე ვრწმუნდები რომ ჩემ ძმას არც კი სძინავს... მემგონი ღამურაა....
ჩემს ფიქრებზე გამეცინა და სარბენ ბიკილზე მეც დავდექი... ქუქმა დამინახა თუ არა ცალი ყურსასმენი მოიხსნა....
ქუქი:დილამშვიდობისა...
მე:დილამშვიდობისა....
ქუქი:ასე ადრე რამ გაგაღვიძათ ბატონო ჯიმინ...
მე:გეყოს რააა...შენი მასხარაობის თვი არ მაქვს...
ქუქი:რამხელა აგრესიააა...ჯერ არც კი გათენებულა ძმაო....
მე:სხვის აგრესიაზე რა ნამუსით ლაპარაკობ შენი თავის პატრონი...
ქუქი:სიტყვა არ შემარჩინო მიდი....
მე:დღეს რა გეგმები გაქვს...
ქუქი:არაფერი განსაკუთრებული... ვიღაცეებს უნდა შევხდე და ეგ არის რაა...
მე:დღეს დავისვენებ როგორც ჩანს...
ქუქი:შენ დასვენებაზე კი არა ჯობია იმაზე იფიქრო კიმებთან დაკავშირებული საქმე როგორ მოვაგვაროთ...
მე:მემგონი ერთხელ უკვე გითხარი რომ მაგ საქმეს მივხედავდი....
მის ამ სიტყვებზე ძალიან გავბრაზდი... მთელი დღეები ვმუშაობ და თურმე ამ ლაწირაკის თვალში საქმეზეც უნდა ვიფიქრო....
მთელი დღე ოთახში გავატარე... ხან ვინ მირეკავდა ხან ვინ... კომპანიის საქმეებიც თავზე საყრელად მქონდა... ცალკე ის საქმეები რომელსაც კომპანიის გარეთ ვეწევით და მალე ტვინიც გადამიხურდებოდა.....
როგორც იქნა საღამოსკენ ყველაფერს მოვრჩი... ქვევით ჩავედი და ბარზე მდგარ ჭიქაში ცოტა ვისკი ჩავისხი... ის იყო უნდა დავმჯდარიყავი რო.... ქუქი დავინახე რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა გიჟივით...
ქუქი:ჯიმინ შენ სრულ ჭკუაზე ხარ?!
მე:რაგინდა?!
ქუქი:რას ნიშნავს რა მინდა... იუნჯისთვის რატო გითქვამს რო ნარკოტიკების საქმეზე კომპანიისთვის უარი ეთქვა...
მე:იმიტომ რო ასეა საჭირო... ახსნა განმარტებას არ ვაპირებ.. და ტონს დაუწიე იცოდე როგორ უნდა მელაპარაკო..
ქუქი:იცოდე როგორ უნდა მელაპარაკო კი არა ასეთი რაღაცეები ჩემთანაც რო უნდა შეათანხმო შენთვის არავის უთქვამს...
მე:სადამ დამივიწყებია რო ჩემი ძმა ხარ გირჩევნია დაახვიო შენი ნებით... მომისმინე... კარგად მომისმინე ოღონდ... მე რასაც გადავწყვეტ ის იმას ნიშნავს რო ასეა საჭირო... პარტნიორებად სხვა ბევრი და უკეთესი კომპანიებიც გვყავს.. და მეორე ახლა ასეთ უმნიშვნელო რაღაცეებზე ფიქრი არ შემიძლია... მაცადე რომ კიმებთან დაკავშირებულ საქმეს მივხედო.. ეს ორივესთვის მნიშვნელოვანია მემგონი... და მეორეჯერ ასეთი სირული კომენტარებით აღარ გამომიხტე...
ჭიქა მაგიდაზე დავდე და გარეთ გამოვედი... მანქანაში ჩავჯექი და დიდი სიჩქარით გზაზე გავედი...
ვიცოდი რომ ეს ქუქის გაღიზიანებას გამოიწვევდა... ის ასეთი ფიცხი ხასიათით გამოირჩევა... სანამ ყველაფერს გაანალიზებს... მანამ შეუძლია ასჯერ გაბრაზდეს... მისი ეს თვისება ყოველთვის ნერვებს მიშლიდა, რადგან არც მე გამოვირჩევი მშვიდი ხასიათითა და კარგი ნერვებით... ამიტომაც არის რომ ყოველთვის ვჩხუბობთ....
მე და ქუქი ძმები ვარ... მაგრამ არა ღვიძლი... ჩვენი ისტორია მოკლედ რომ ავღწერო შენდეგნაირია.... :ადრე არსებობდა ქალი რომელიც მამაჩემს ძალიან უყვარდა... მაგრამ იმ ქალს არა... ის ქალი სხვა კაცისგან დაფეღმძიმდა, მამამ კი ეს ვერ გადაიტანა.. ამიტომაც დედაჩემი მოიყვანა ცოლად... სიმართლე გითხრათ მათ ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ... ბოლოს კი გავჩნდი მე... ჩემი დაბადების შემდეგ მამამ გაიგო რომ ის ქალი რომელიც ადრე ასე ძლიერ უყვარდა მშობიარობას გადაყვა.. მისი შვილი კი სამშობიაროში უპატრონოდ დარჩა.. ამიტომაც გადაწყვიტა რომ ის ბავშვი ეშვილა და თვითონ გაეზარდა როგორც შვილი... ამიტომაც არის რომ მე და ქუქი ძმები ვართ... შეიძლება ერთი სისხლისანი არ ვართ.. მაგრამ ერთმანეთი ისე გვიყვარს როგორც ღვიძლ ძმეს... მაგრამ ჩვენი რთული ხასიათებიდან გამომდინარე, ჩხუბი მაინც ხშირად გვიწევს...
მოკლედ მანქანა დიდი სიჩქარით მიყავდა და თან ჩემსა და ქუქის ჩხუბზე ვფიქრობდი... როცა მოულოდნელად ვიღაც ავადმყოფმა ბაიკით წინ ჩამიქროლა... და რადგანაც არც მე მივდიოდი სახარბიელო სიჩქარით... პირდაპირ შევასკდი... მე ფაქტიურად არაფერი მომსვლია... მაგრამ აი ის კი კარგა შორს მოვისროლე.... მაშინათვე გამოვედი და იმ ვიღაცას მივუახლოვდი.... ბაიკში ფეხი ქონდა მოყოლილი... ამიტომაც მისი გადაწევა მომიწია... თვითონ ის ვიღაც მიწაზე გაუნძრევლად იწვა... მისკენ დავიხარე და ჩაფხუთი როგორღაც მოვხადე... და აი მაშინ გავაცნობიერე რომ გოგოს დავეჯახე... შუბლიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა... და თანდათანობით გონებას კარგავდა... ვცდილობდი გამეღვიძებინა მაგრამ ამაოდ... ამიტომაც მანქანაში ჩავსვი და უკან... სახლში მივბრუნდი...
.... სახლში შევედი თუ არა... ქუქმა დამინახა და ლუკმა რომელიც პირში ედო გადასცდა და კინაღამ დაიღრჩო...
მე:მეც დამიტოვე რაა...
ქუქი:ჯიმინ ეგ რა არის...
მე:გოგო...
ქუქი:გოგო როა მაგას მეც ვხედავ... აქ რა ჯანდაბას აკეთებს... მოკალი და აქ მოათრიე?!
მე:ოეეე დედიკო... არ მომიკლავს არავინ.. მანქანით მივდიოდი და დავეჯახე... მკვდარი არ არის... საავადმყოფოების თავი კი არ მაქვს...
ქუქი:მერედა იქვე ვერ დატოვე!!!
მე:ნუ მიტრაკებ რა....მე მეხატება გულზე ამის აქ ყოფნა?! გაიღვიძებს და წავა... დაყენდი ეხლა... და კიდე რას ჭამდი მაჩვენე რა...
ქუქი:ზევით მაინც აიყვანე...
მე:ხო ავიყვან მერე...
ქუქი:ვინ არის იცი მაინც.??
მე:რაში მაინტერესებს ვინ არის?!
ქუქი:არა... თითქოსდა ნაცნობი სახე აქვს და მაგიტომ ვამბობ...
მე:შენი რომელიმე ნაშა თუა მაგას მე ნუ მაბრალებ...
ქუქი:ჩემი ნაშა არ არის და შენგან განსხვავებით ქალებს ნასკებივით არ ვიცვლი...
მე:ოხხ ჩვენბოდიში...შენ ასეთი პატიოსანი ხარ.. ეგ რა ჩემი ბრალია...
ქუქი:წავალ და გავიგებ ვინ არის... რატომღაც  ძაან მაინტერესებს...
მე:კაი წადი... მე მშია... მაგაზე დასაკარგი დრო არ მაქვს...
როცა ჭამას მოვრჩი.. ეს გოგო ზევით ავიყვანე და ერთ-ერთ სტუმრების ოთახში დავაწვინე... ცოტახანი ვუყურებდი... ვიფიქრე სისხლი ხომ არ მოვწმინდოთქო... მარა ძაან რო არ მეზარებოდეს... ხომ იცით ჩემზე კეთილი ადამიანი არ არსებობს... ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და ოთახიდან გამოვედი... მაშინათვე წყალი გადავივლე და დავწექი... სანამ დავიძინებდი კი სულ იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ შევძლებდი კიმ ტაეიუნგისთვის სამაგიეროს გადახდას...
ქუქი POV.
კომპიუტერთან ვზივარ და ამ გოგოს ვინაობის გაგებას ვცდილობ... მისით ძალიან დავინტერესდი... დიდ ხნიანი წვალების შემდეგ აღმოვაჩინე ისეთი რამ რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი... სასწრაფოდ ჯიმინთან გავიქეცი და მის ოთახში შევარდი... ამ რეგვენს მშვიდად ეძინა მაშინ როცა გვერძე ოთახში ასეთი ადამიანი ყავდა...
მე:ჯიმინ გაიღვიძე...!!! დროზე....
ჯიმინი:შემეშვი დამაძინე რა...
მე ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ საწოლიდან გადმოვაგდე... ჯიმინი გამწარებული წამოხტა...
ჯიმინი :ბიჭო შენ სულ..... გინდა გაგიგდო ახლა?!!! მეძინებათქო ვერ გაიგე!!!!
მე:მოკეტე და მომისმინე.. როცა შენ აქ გორაობ იმას მაინც თუ ხვდები გვერძე ოთახში ვინ წევს...
ჯიმინი:ის გოგო მერე....
მე:და რათქმაუნდა შენ აზრზე არ ხარ ის გოგო ვინ არის ხომ?!
ჯიმინი :გოგოა ვინ უნდა იყოს ამისთანა..!!
მე:და თუ გეტყვი რომ ის კიმ ტაეიუნგის დაა?!??
ჯიმინი :მაგ სი*ს და არ ყავს დებილო...
მე:საქმეც იმაშია რომ სინამდვილეში ყავს... და ეგ და გვერდით ოთახში წევს...
ჯიმინი მაშინათვე იმ გოგოს ოთახში გაიქცა და თავზე დაადგა...
ჯიმინი :შეუძლებელია მას და არ ყოლია...
მე:მეც მასე მეგონა, მაგრამ ხო ხედავ...
ჯიმინი :ბედის ირონიაა...მეგონა კიმების განადგურება რთული გზებით მომიწევდა.. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჯოკერი ჩემს ხელშია...
ჯიმინმა ამ გოგოს მაჯაზე ბორკილები გაუკეთა...რითიც საწოლზე მიაბა... შემდეგ კი მისაღებში დაჯდა...
მე:რას აპირებ??
ჯიმინი:ჯერ იმას რომ ამ ქალბატონს თავის ძმას შევაძულებ... მერე კი ორივეს საიქიოში გავისტუმრებ...

სიკვდილამდე მეყვარები 💛Where stories live. Discover now