✔3💫

460 50 12
                                    

ლეას POV.
თვალები როცა გავახილე ყველაფერი საშინლად მტკიოდა... მარჯვენა ხელის ჩამოწევას ვცდილობდი.. მაგრამ რაღაც არ მიშვებდა... ბოლოს ხელს როცა დავაკვირდი აღმოჩნდა რომ ბორკილებით ვიყავი დაბმული...
ვერ ვაცნობიერებდი თუ რა ხდებოდა... შეჯახების მერე აღარაფერი მახსოვს... მაგრამ ახლა სად ვარ.. ან ბორკილებით ვინ დამაბა... როგორც იქნა შევძელი და წამოვჯექი... არც ტელეფონი მქონდა თან და არც არაფერი... უბრალოდ საწოლზე ვიჯექი და ბორკილების მოხსნას ვცდილობდი...
მალევე კარი გაიღო და შიგნით ერთი ბიჭი შემოვიდა... არც ისე მაღალი, გამხდარი, დიდი წითელი ტუჩებით, საკმაოდ გემოვნებით ეცვა და როცა დამინახა თვალები გაუფართოვდა... შემდეგ მკრთალად ჩაეღიმა...
ის:ოუუ არ მეგონა ასე მალე თუ გაიღვიძებდი...
მე:ვინ ხარ?
ის:მაგას მნიშვნელობა არ აქვს...
მე:ჩემთვის აქვს... მიპასუხე დაბმული რატომ ვარ?!
ის:იმიტომ რომ ასე იყო საჭირო...
მე:რას ნიშნავს ასეა საჭირო!!! ამის უფლება ვინ მოგცა?!
ის:ვინმესგან ნებართვის აღება არ მჭირდება იმისთვის რომ რაც მინდა ის გავაკეთო...
მე:ამ შემთხვევაში საქმე მე მეხება და ვინც არ უნდა იყო ამის უფლება არ გაქვს... ახლა კი ბორკილები მომხსენი...
ის:გეტყობა ბევრის უფლებას გვაძლევენ სახლში... რადგან გრძელი ენა გაქვს!!
მე:ეგ რო შენი საქმე არ არის არაა?!!!
ეტყობოდა რომ ჩემი თითოეული სიტყვა ამწარებდა... ბოლოს ყელზე ძარღვები დაეჭიმა... ჩემსკენ მკვლელის სიფათით წამოვიდა... თმაში მწვდა და კბილებში გამოსცრა...
ის:აღარ გაბედო და მეორედ ეგეთი ტონით დამელაპარაკო... რადგან სხვა დროს აღარ მოგითმენ და მოგკლავ... გასაგებია...
მისთვის არაფერი მიპასუხია.. ის კი თვალს არ მაშორებდა... ბოლოს მიხვდა რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი და კარისკენ წავიდა...
ის:აქედან მანამ ვერ გახვალ.. სადამ ამას მე არ მოვისურვებ... ეს კარგად დაიმახსოვრე... რადგან თუ გაქცევას შეეცდები მწარედაც დაისჯები... ლეა...
და გავიდა... გასვლისთნავე ბორკილებს დავუწყე წვალება.. ვინ მიგდია რომ აქ გამომკეტოს... ამას გონია რომ ამ სიტყვებით შემაშინებს... საცოდავი... ვერ მოვთვლი იმ ოთახში რამდენი დრო გავატარე... მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე ბორკილების მოხსნის მცდელობაში ვიყავი... მალე კი ძალა სულ მთლად გამომეცალა... დავიწყე ფიქრი იმაზე ტაე მკვდარს მაინც თუ მიპოვნიდა... ამ ფიქრებში ჩამეძინა...
ქუქის POV.
იმ გოგოს ოთახში შევედი... ჯიმინმა თქვა გაიღვიძაო... მაგრამ იქ მისულს ისევ დაძინებული დამხვდა... მასთან მივედი და გვერდით ჩამოვუჯექი... ჩემი ფიქრების სულ რაღაც 1%ს სურდა მისთვის ბორკილები მოეხსნა.. მაგრამ რაღათქმაუნდა ჩემში არსებულმა სიბოროტემ არ გრძნობას ძლია და მისთვის ხელიც არ მომიკიდებია... უბრალოდ ავდექი და გამოვედი...
მთელი ღამე მხოლოდ ის გოგო მიტრიალებდა თავში... ამის მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი... დილით გათენებულიც არ იყო როცა ფეხზე წამოვხტი და სავარჯიშოდ დარბაზში ჩავედი...
ჩემდა გასაკვირად ჯიმინი უკვე იქ იყო... როცა დამინახა კი ჩეცინა...
ჯიმინი :პირი დახურე ძმაო... რა გეგონა ყოველთვის მაჯობებდი...
მე:რავი... რამ გაიძულა რომ ლოგინს აწიწკვნოდი?
ჯიმინი :იმან რომ გვერდით ოთახში ჩემი მტრის და მეწვა...
ქუქი:მაზიანს ვდებ ის გოგო არაფრის აზრზე არ არის და ამიტომაც ცხოვრებაში
პირველად მეცოდება ადამიანი რადგან ვიცი რასაც დამართებ.....
ლეას POV.
თვალები რო გავახილე ისევ ისე ვიყავი მიბმული... უკვე იმაზე ვფიქრობდი კიდევ რამდენი ხანი მომიწევდა ასე დაკიდებულს ყოფნა... საკუთარ ნერვებს კი თანდათან ვეღარ ვაკონტროლებდი... ბოლოს ისე ძაან გავბრაზდი რომ გვერდით არსებულ ტუმბოზე რაც იყო ყველაფერი გადმოვყარე... მერე კი თვითონ ტუმბოსაც ვკარი ფეხი...
როგორ აღმოჩნდა ხმაურზე ვიღაც ამოვიდა და კარებზე საკეტის გადატრიალების ხმაც გავიგე... ისევ ის ამაზრზენი ბიჭი მეგულებოდა მაგრამ სხვა აღმოჩნდა... მასზე მაღალი... მასსავით სიმპატიური...მაგრამ ალბათ ისიც მასნაირი...
მისი შემოსვლისთანავე ძირიდან როგორღაც ერთი შუშის ნამსხვრევი ავიღე და ყელზე მივიდე... იმ ვიღაცამ დამინახა თუ არა თვალები გააფართოვდა...
ის:რას აკეთებ?ახლავე დაუშვი ძირს... შეგვიძლია დავილაპარაკოთ...
მე:არა!!! გასაღები... გასაღები მომეცი....
ის კი გაუნძრევლად მიყურებდა....
მე:თუ გგონია რომ სწრაფი ხარ და შეძლებ ჩემთვის ამ ნამსხვრევის წართმევას ძალიან ცდები... ერთ ნაბიჯსაც თუ გადმოდგამ მაშინათვე ყელს გამოვიჭრი და არამგონია ეს თქვენ გაწყობდეთ...
ბიჭმა მკრთალად გაიღიმა...
ის:კარგი... მაშინ უფლებას გაძლევ რომ თავი მოიკლა...მიდი...გააკეთე ეს...
მოიცა ამას რა ეგონა რომ ამას მართლა არ გავაკეთებდი?!... მეც მეტი გზაც არ მქონდა... უნდა მეთამაშა...
ამიტომაც ნამსხვრევი ყელზე მაგრად მივიჭირე და ვიგრძენი მწველი და საშინელი შეგრძნება... ბოლოს კი სისხლი რომელიც ჩემი ყელიდან წამოვიდა... არ გეგონოთ რომ ყელი გამოვიჭერი... უბრალოდ ნამსხვრევი, რა ადგილზეც მქონდა მოდებული, მივიჭირე და ის ნაწილი გავიჭერი...
იმ ბიჭმა დაინახა თუ არა რომ ამის გამკეთებელი მართლა ვიყავი... დამიყვირა რომ გავჩერებულიყავი... შემდეგ ჯიბეში ჩაიყო ხელი და იქიდან პატარა გასაღები ამოიღო... რომელიც ფრთხილად გადმომიგდო... მეც არ დავაყოვნე და დავიჭირე.. მაგრამ ამ ჯერად სანამ ერთი ხელით ბორკილებს ვიხსნიდი.. ნამსხვრევი მეორე ხელის ვენებზე დავიდე... იმისთვის რომ მისთვის განძრევის საშვალება არ მიმეცა...
ბორკილები მოვიხსენი თუ არა ოთახიდან ზურგშექცევით რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი.. როცა ორივე მკლავზე შეხება ვიგრძენი... მივხვდი რომ ეს მეორე ბიჭი იყო... და იმასაც ვხვდებოდი რომ დიდი ხანი არც მაცოცხლებდნენ... ამიტომაც სადამ ის მთლიანად დამბლოკავდა... მარცხენა მაჯაზე დანის დასმა მოვაწსარი...
ეს გავაკეთე თუ არა იმ ბიჭმა წამში თავისკენ მიმატრიალა... ნამსხვრევი ხელიდან გამაგდებინა და სახეში გამარტყა...
მისმა ასეთმა საქციელმა მთლიანად შოკში ჩამაგდო... მან კი საწოლთან მიიყვანა და ისევ ისე დამაბა... სააბაზანოდან პირველადი დახმარების ყუთი გამოიტანა და ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა...
ის:ახლა რასაც გეტყვი ის დაიმახსოვრე და მეორეჯერ აღარ გამამეორებინო... ჯერ ერთი... სანამ მე არ მოვისურვებ შენ ვერც მოგკლავენ და ვერც თავს მოიკლავ... და მეორეც.... მეორეჯერ ასეთი კაპრიზები ჩემ სახლში აღარ დავინახო.... გასაგებიააა!!!
მე:ჩემგან რა გინდათ??? ფული??? რაღაც არამგონია რადგან ამ სახლის კვალობაზე ფული არ უნდა გაკლდეთ... მაშ რა გინდათ...
ის:ჭკვიანი ხარ ეს მომწონს... მაგრამ შენგან არაფერი მინდა... აი შენი ძმისგან კი ყველაფერი... ისე ერთი დიდი კითხვა დამებადა ... როგორ შეძლეს თქვენმა მშობლებმა და თვით კიმ ტაეიუნგმა ამდენი წლის განმავლობაში ხალხისთვის შენი თავის დამალვა... აღიარე სახლში ყავდი ხო გამომწყვდეული...
მე:მოკეტე!!არც არავის ვყოლივარ გამომწყვდეული და არც არავის დავუმალივარ... ხოლო რაც შეეხება ტაეს... მისგან რა გინდათ კონკრეტულად...
ის:საერთოდ აზრზე ხარ მაინც ჩვენ ვინ ვართ?!
მე:არა და დიდად არც მაინტერესებს... ახლა კი კითხვაზე მიპასუხე...
ის:ქუქ მემგონი მართალი აღმოჩნდი , როცა თქვი რომ მას არაფერი ეცოდინებოდა...
ქუქი:კიმ ტაეიუნგი იმაზე კეთილი და მზრუნველი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა... ალბათ სურდა რომ თავისი პატარა დაიკო ამ საქმეებისგან შორს დაეჭირა...
მე:რას გულისხმობთ?!
ის:მოდი ჯობია ყველაფერს ნათელი მოვფინოთ არა... საქმე იმაშია რომ ჩემი და შენი ძმის კომპანიები მტრები არიან...
ოღონდ არ გეგონოს რომ ეს მტრობა სპონსორების წართმევის გამო მიდის.. ამ ყველაფრის უკან სულ სხვა რამე დგას... უფრო დიდი საქმე რომელიც ჩვენივე კომპანიების გარეთ მიდის... ისეთი შავბნელი საქმეები, რომლებზეც ალბათ არც არასოდეს გექნება გაგონილი... ასეთი საქმეებით ჩვენი მამები იყვნენ დაკავებულნი.. თქვენი და ჩვენი.. მაგრამ მოგვიანებით ისინი მტრები გახდნენ... არავინ იცის რატომ... ბოლოს კი დაიხოცნენ... იცი ეს როგორ მოხდა... მამაშენმა მამაჩემი მოკლა... შემდეგ კი თვითონაც მოყვა ავარიაში, ყველაზე საშინელება კი იცი რა არის რომ მათმა მტრობამ მათივე ცოლებიც შეიწირა... ეს მტრობა კი ჩვენ დაგვიტოვა გასაგრძელებლად... იმაში კი კარგად იყავი დარწმუნებული რომ მე და ჩემი ძმა შურს აუცილებლად ვიძიებთ და არც უკან დავიხევთ....
ისე ნურც შენი ძმა გეგონება ანგელოზი.. ის უბრალო ბიზნესმენი არ არის როგორადაც ალბათ თავს გაჩვენებს... ალბათ ცდილობს რომ ბიზნესში მონაწილეობა არ მიგაღებიოს.. რადგან უნდა რომ ამ ყველაფრისგან დაგიცვას... მაგრამ სამწუხაროდ უკვე ყველაფერი გვიანაა...
მე:და ახლა რას იზამ მომკლავ?!
ის:არა არა... ჯერ მჭირდები... მერე კი დიახ... მოგკლავ და შენ ძმასაც თან მოგაყოლებ...
ეს თქვა და ჭრილობაზე სპირტი დამასხა.. რამაც კანი საშინლად ამიწვა.. მან მალევე გადამიხვია ხელი და ბინტი მაგრადაც მომიჭირა.. ამ დროის მანძილზე თვალს არ მაშორებდა.. როცა ყველაფერს მორჩა, ადგა და გავიდა.. მას კი მეორე ბიჭიც... თუ არ ვცდები ქუქიც თან გაყვა...
ვფიქრობდი იმაზე თუ რაც ახლა მან მითხრა და ვერ ვიჯერებდი... არ მჯეროდა რომ მამა ასეთ საქმეებში იქნებოდა გახვეული... მოულოდნელად კი ზიზღის გრძნობა დამეუფლა... რადგან ვაცნობიერებდი რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ტყუილში მეცხოვრა....

_-_-_-_-_-_-_-_-_-

ესეც ახალი თავი დღეს დალეული ვარ და მეეჭვება ხვალ რომ დავდო ტუ ცუდად ატგავხდი დავდებ😭😂😂

სიკვდილამდე მეყვარები 💛Where stories live. Discover now