თავი 1

3K 80 23
                                    

თავი 1

-ბეთი? ბეეთი!? ჯანდაბა ეს გოგო გადამრევს! პოლ შენი შვილი არ გინახავს? - ეკითხება ლიამი მის დაცვას, მენეჯერს, ტურის დირექტორს და ამავდროულად მამასთან გატოლებულ კაცს და ცდილობს ნერვიულობა ოდნავ მაინც დაფაროს.

-სადმე იქნება, რად გინდა? ან რა დროს ბეთია, სამ წუთში Best song ever -ის სიმღერა უნდა დაიწყოთ! შენი ადგილი დაიკავე ლიფტში! -ფანების ხმაურის და ზოგადად, მსოფლიოში საუკეთესო ბოი-ბენდის, One Direction-ის კონცერტზე ნაცნობი სიგიჟის და ადრენალინის გამო პოლი ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა რომ ლიამისთვის ხმა მიეწვდინა, მის გარშემო პერსონალი დარბოდა და ტანსაცმლის პატარ პატარა დეტალებსაც კი უსწორებდნენ, თუმცა... ის ყველანაირად იდეალური იყო, ჩვენ ხომ თვით ლიამ პეინზე გვაქვს საუბარი?

-ჩემი და ნაილის მიკროფონები წაიღო, ტვინს ჭამთ ასე რომ ატრიალებთ ხელებშიო და გასვილსას მოგცემთო, ჰარის მივუტრიალდი ორი წამით და როცა გამოვიხედე აორთქლებული დამხვდა, გეფიცები... თუ ისევ სცენაზეა... - ლიამს დასრულება არ აცადეს რაღაც მახინჯი მიკროფონი ჩატენეს ხელებში, ისევე როგორც ნაილს და სცენაზე, ზევით-ქვევით მოძრავ ლიფტში შეაგდეს.

გარშემო დაბნელდა. აკუსტიკაც შეწღდა და ოჰ ღმერთო! ფანების  ხმაური უნდა მოგემინათ! ლონდონის სახელგანთქმული მეორე არენა წამი წამზე ჰაერში აიწეოდა ასეთი ხმაურის გამო. ხუთივეს ლიფტი გაჩერდა, ჯერ სინათლე არც იყო ანთებული, ზუსტად იქ, კეკლუცი ღიმილით მდგარი ბეთი რომ დაინახა, მისი და ნაილის მიკროფონებით ხელში, ლიამმა სწრად წაგლიჯა ხელიდან, კულისებში შეაგდო რომ ბევრს არ დაენახა და მიკროფონი ნაილსაც მისცა.

ისედაც საკმარისზე გიჟური საღამო იყო, ერთ-ერთი ისტორიული კონცერტი აღმოჩნდებოდა ბენდისთვის და ამას ფინალისკენ ისიც დაემატა რომ ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერის პარალელურად, ბეთის მიერ მიწოდებული იდე, რომ what makes you beautiful-ის დროს, ჰარის ზუსტად მაშინ როდესაც ჰარი სიმღერას დაიწყებდა ლიამს მისთვის შარვალი ჩაეძრო.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now