თავი 15

468 39 10
                                    

თავი 15

Secret Kisses

იმ დღის შემდეგ ყველაფერი საგრძნობლად შეიცვალა.

ლიზა რამდენიჯერაც ბეთის და ბიჭების გარშემო აღმოჩნდებოდა იმდენჯერ ჰარის გამომწვევი თვალებით უყურებდა, სტაილსსაც სხვა რა სურდა. სხვებისთვის შეუმჩნევლად შევიდოდნენ ხოლმე ოთახში და იქამდე კოცნიდნენ ერთმანეთს სანამ დანარჩენები რამეს იეჭვებდნენ.

ერთ დღეს ლიზა მთელი შემართებით შევიდა ბეთის სახლში, ფილმების საღამო ჰქონდათ. წესით ბიჭები პერფორმანსის გამო უნდა ყოფილიყვნენ გასულები.

მაგრამ, ლიზას სახლში მხოლოდ ჰარი დახვდა.

-აქ რას აკეთებ? - კითხა და ჩანთა შემოსასვლელში დატოვა.

-პერფორმანსის შემდეგ ინტერვიუს აღარ დავსწრებივარ.

-ბეთი სად არის?

-ინტერვიუზე.

-აჰ ჰარი, როგორი მოხერხებული ხარ. - შეაქო ლიზამ და ქვედა ტუჩზე ვითომდა გაუაზრებლად იკბინა, ჰარის იწვევდა.

-ხომ გაგაფრთხილე, მარტოს ჩაგიგდებ ხელში და შემდეგ განახებ რაც შემიძლია-მეთქი? - გაახსენა რამდნიმე დღის წინანდელი სიტყვები. ლიზა თამაშის ხასიათზე მოვიდა.

-და მე არ მჯეროდა შენი შესაძლებლობების? მჯერა რომ საოცრებები შეგიძლია.

-მაშინ სხვანაირად ჭიკჭიკებდი. - ჰარიმ მთლიანად აათვალიერა ლიზა, მისი გამოკვეთილი ფორმებისთვის ცქერამ რომ არ დააკმაყოფილა მოუთმენლად დაწვდა ლიზას ტჩებს.

-აქ მოდი. - მისაღებში შეიყვანა და დივანზე მიაწვია. მის ზემოდან მოექცა და მთელი სურვილით გააგრძელა ლიზას ტუჩების დაკოცვნა. შემდეგ ყელზე გადავიდა, საყვარელ კანს ნელა და ტკბილად ეალერსებოდა, ლიზა კი კვნესას ვერ იკავებდა.

ხელებით ყველგან ეხებოდა, ეფერებოდა კოცნასთან ერთად ნაზი შეხებით აბრუებდა ლიზას. მკერდზე რომ წაეტანა მარცხენა ხელით, მაშინ მიხვდა ჰარი რომ თუ არ შეჩერდებოდა შემდეგ თავს ვეღარ გააკონტროლებდა. ამიტომ ლიზას ლავიწს მოშორდა გოგონას ღიმილით დახედა ზემოდან.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now