【11】

484 98 1
                                    

დღეები ერთის მიყოლებით უფრო და უფრო იწელებოდა მეგონა ერთი დღე ერთი საუკუნე ხდებოდა, ჯონგუკის ოთახი სავსე იყო დამამშვიდებელი და დამაძინებელი აბებით, ნემსებით და სხვადასხვა კაფსულებით, შიგნით შესულს ყოველთვის წამლის მწარე სუნი ცხვირს მიწვავდა, მისი თეთრად შეღებვა მთხოვა რადგან თეთრი ფერი ამშვიდებს, ასე მითხრა, მეც დავთანხმდი და მისი ოთახი სულ თეთრად გადავღებეთ, ახლა ნამდვილ საავადმყოფოს ოთახს გავდა, თეთრი ბევრი წამლებითა და საშინელი სუნით. 

ყოველ დღე მეცლებოდა ჯონგუკი ხელიდან, ყოველ დღე, თუმცა დანებებას არ ვწყვეტდი, ფსიქიატრებს წამლების სია გამოვართვი, არ მახსოვს რა წამლები იყო თუმცა რაც უფრო მეტს ვაძლევდი უფრო ჩუმი ხდებოდა, თავის თავში ჩაკეტილი.

სად წაიყო დეკალკომანია? არ ვიცი.

თვალით არ მინახავს ფურცლები სადაც წერდა, არც კალამი მინახავს მის ხელში, დროდადრო ოთახში წაიმღერებდა ხოლმე, ხმა ისევ ისეთი ჰქონდა. 

ყველაზე მეტად რაც მაშინებდა კი ის იყო რომ, შეეძლო მეორე დღეს ისე მოქცეულიყო როგორც ნორმალური ადამიანი, როგორც მე, როგორც ძველი ჯონგუკი, თუმცა ეს გარდაქმნები უფრო ცუდის მომასწავლებელი იყო. 

ჩემს დაბადების დღეს ავღნიშნავდით, როცა ჯონგუკი უხმოდ იჯდა და თვალს არ მაშორებდა. 

- თეჰიონ, რა გემართება? 

ამ კითხვამ შოკირებული დამტოვა, გუკი ფიქრობს რომ მე არანორმალური ვარ ის კი ნორმალური. 

- რას გულისხმობ? 

- მგონი ფსიქოლოგი გჭირდება. 

ხმას ვერ ვიღებ, მართლა არ ვიცი რა ვუპასუხო, ვჩუმდები და ვუყურებ. 

- წამლები დალიე? 

ახლა თამამად შემეძლო ამის კითხვა რადგან წამლებს უკვე თავის ნებით იღებდა, ზოგჯერ ვფიქრობდი რომ გუკი უკეთესობისკენ იცვლებოდა, ზოგჯერ კი პირიქით. 

Decalcomania. - (completed)Where stories live. Discover now