*პროლოგი*

2.4K 132 3
                                    

ჯიმინი ფურცელს უყურებდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეკითხვის წაკითხვისას გაახსენდა, იუნგი იყო. კი მაგრამ რატომ? შეიძლება იმიტომ, რომ იუნგი მას იზიდავს. არა, იუნგი არ იყო მისი ქრაში. არა, მას არ ჰქონია რომანტიული გრძნობები იუნგის მიმართ. არა, იუნგის თმა არ იყო შესანიშნავი და არც დამათრობელი სურნელი ასდიოდა.

"მიდი, ჰიონ! უპასუხე შეკითხვას" უთხრა ჯონგუკმა. გრძნობდა როგორ იყო კამერა მასზე ფოკუსირებული. ჯიმინმა ქვედა ტუჩს ენა გადაუსვა და ძალით გაიღიმა.

აგჰ. ჯანდაბა

ისევ ფურცელს დახედა, სადაც კითხვა ეწერა. რატომ ამოიღო მაინცდამაინც ეს ფურცელი?

"ჯგუფის წევრებიდან ვინ გინდა, რომ შენი შეყვარებული იყოს?"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now