|| FIVE ¦¦

1.3K 102 2
                                    

კონცერტმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ჯიმინი ერთობოდა, მაგრამ ფანები მას "მისის მინ"-ს ეძახდნენ რაც არ მოსწონდა.

იუნგი კი ფანების სურვილებს ასრულებდა. კონცერტის ბოლოს იუნგიმ ჯიმინს სახე ჩაუკოცნა, მაგრამ ტუჩებს არ შეხებია. ბიჭები იუნგის და ჯიმინს აჯავრებდნენ, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი სცენის მიღმა. მარტო ეს არა, ჰოსოკი, თეჰიონი და ჯონგუკი შემთხვევით კრავდნენ ხელს ჯიმინს და სულ შემთხვევით ვარდებოდა იუნგის მკლავებში.

კონცერტის შემდეგ მათ დასვენების დღეები მისცეს და იმის გაკეთება შეეძლოთ რაც უნდოდათ. ჯიმინს კი ჯონგუკის XBox-ის თამაში უნდოდა, მაგრამ ერთი პატარა პრობლემაა.

"ჰიონ! ჰიონ!" ყვირილით შევარდა ჯიმინი იუნგის ოთახში და მის საწოლზე დახტა.

"არა, ჩიმ. ახლა არა, გთხოვ!" ამოილაპარაკა ბოხი ხმით იუნგიმ.

"მაგრამ ჰიონ! გუკის ვერ ვპოულობ და შენ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი დახმარება შუძლია"

იუნგიმ ამოიოხრა და ცალი თვალი გაახილა. "შენ რა მართლა გინდა, რომ საწოლიდან მხოლოდ იმიტომ ავდგე, რომ ეგ წყეული რაღაც ჩავრთო?"

ჯიმინმა თავი დაუქნია. "Xbox-იც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ბალიში ჰიონ"

"როგორ ბედავ ამ რაღაცის ბალიშთან შედარებას?"

"ჰიონ ვერაფერი ვერ გავუგე, ხომ იცი ასეთ რაღაცეებში კარგი არ ვარ. შენს გარდა სახლში ნამჯუნია, მაგრამ გუკიმ რომ გაიგოს ნამჯუნი შეეხო მის Xbox-ს ნამდვილად მომკლავს. ხომ იცი ყველაფერს ანადგურებს რასაც ეხება"

"ჯიმინ თორსაც კი არ შეუძლია ახლა ამაყენოს. მიდი და რამე მოიმოქმედე. უბრალოდ ინსტრუქციის მითითებებს მიყევი"

"როგორი ზარმაცი ხარ ჰიონ"

"ვიცი"

"მაგრამ არასწორად, რომ გავაკეთო და ცუდი რამ მოხდეს"

"მე მინ იუნგი ვარ, 24 წლის, გენიოსი და ვთვლი, რომ გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია. მიდი და გაუმკლავდი ამ გამოწვევას, პაკ ჯიმინ. თუ არ გამოგივა არაუშავს, რადგან გამოცდილებას შეიძენ. აჰ, როგორ დამღალა ამ საუბარმა, დროა რომ ისევ დავიძინო" თქვა იუნგიმ, ზურგით შეტრიალდა და ხვრინვა დაიწყო.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Donde viven las historias. Descúbrelo ahora