|| THREE ¦¦

1.3K 119 5
                                    

ჯიმინს აკოცოს?

იუნგიმ წარბები შეჭმუხნა.

"ეი, ერთმა თქვა რომ" იუნგი აპირებდა იმ ფანის კომენტარი წაეკითხა, რომელმაც თავისი პირობა შეახსენა. მაგრამ როცა კომენტარებს თვალი გადაავლო ნახა, რომ უკვე ყველა კომენტარი კოცნაზე იყო.

ეი, სად ჯანდაბაშია დაპირებული კოცნა

იუნმინ გთხოვ!!!!

შენ დაგვპირდი ოპა.

ოპაა მიყვარხარ 💜

სიკვდილამდე მინდა, რომ ახლა ჯიმინს აკოცო.

ჯიმინმა შენი შეკითხვა უარყო.

კოცნა, კოცნა, კოცნა

იუნგიმ ჩაიცინა, ფანები კი უფრო გაგიჟდნენ, როცა მისი გამომეტყველება დაინახეს. იუნგის ახლა გაახსენდა. ჯანდაბა, საერთოდ როგორ დაავიწყდა? ჩაიცინა და კამერას თვალი ჩაუკრა.

"თქვენი ოპა ბოლო დღეებია ძალიან დაკავებულია. დამავიწყდა, მაგრამ მადლობა არმი, რომ შემახსენეთ. მოდით ახლა ეჭვმიტანილს დავუძახოთ"

ადგა, პლანშეტი ხელში დაიჭირა და იმ ოთახში შევიდა სადაც ბიჭები იყვნენ. ბანთანის წევრებმა კამერას ხელი დაუქნიეს და მიესალმნენ.

"ჯიმინი" თქვა ხმამაღლა იუნგიმ. ჯიმინმა გაიღიმა და ფანებს მიესალმა. იუნგი მასთან მივიდა და მხარზე ხელი გადახვია. "ჩიმ კომენტარებს შეხედე, მოგეწონება"

ჯიმინმა იუნგის ნათქვამი შეასრულა. იუნგიმ ჩაიცინა როცა ჯიმინის აწითლებულ ლოყებს შეხედა.

"ეი ჯიმინ, შენ თქვი, რომ მე არ ამირჩიე ხომ? მაგრამ რატომ მეუბნებიან რომ გაკოცო თუ არ მოიტყუე?" უთხრა დაცინვით ჯიმინს.

"მ-მაგრამ... ჰიონ, მე არ მიმინიშნებია შენზე. შეიძლება უბრალოდ უნდათ, რომ ერთმანეთს ვაკოცოთ, მაგრამ..."

"კარგი, რა აზრის ხარ რომ ინტერვიუს ახლა ვუყურო? ჰმმ, ვისი ტელეფონი გამო-"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang