მეზიზღება!!!

1.6K 127 50
                                    


   ვინ ვარ? ალბად ეს კითხვა მაშინვე ჩნდება როცა ამ ამბის წაკითხვას იწყებთ.მე პაკ ჯიმინი ვარ უიღბლო ომეგა.რატომ უიღბლო? სინამდვილეში იღბალი მაქვს რადგან მშვენიერ ოჯახში დავიბადე მამა ომეგას ძალიან ვუყვარვარ,ჩემზე ზრუნავს მხარში მიდგას,ალფა მამას თვეში ერთხელ ვნახულობ,ის მუშაობს და ჩვენთვის ვერ იცლის,მაგრამ არ მწყინს მეტიც მივეჩვიე იმიტომ რომ ის ჩვენზე ზრუნვის გამო იქცევა ასე ხომ მართალი ვარ? რა თქმა უნდა მართალი ვარ.მყავს ძმა ისიც ომეგაა თეჰიონი. ნამდვილი სულელი,საყვარელი და ყურადღებიანი ძმა.საკუთარ თავზე მეტად მიყვარს მართლა მიყვარს თანაც ყველაზე მეტად.მე 21 წლის ვარ სამწუხაროთ ვსწავლობ ქალაქის ყველაზე მაგარ და პრესტიჟულ უნივერსიტეტში.რატომ სამწუხაროთ? ასე ვთქვათ იქ ჩემი მწამებელია,რომელსაც ვერ ვიტან,მეზიზღება,ღმერთო როგორ მძულს ეს არსება.

ჯონ ჯონგუკი

მოსნტრი

უგულო ცხოველი

  ვერ ვხვდები რას ვაშავებ სულ მცემს,მამცირებს და რაღა ვთქვა? რაც კი ცუდი რამ არსებობს ყველაფერს მე მიკეთებს.

***

- ჯიმინ ატმისფერი ზედა მათხოვე_ ოთახში ყვირილით შემორბის თეჰიონი. რვეულს გვერდით ვდებ და მას ვუყურებ

- შეგიძლია აიღო_ ჩემს ნათქვამზე ეგრევე კარადაში ძვრება და ყველაფერს ძირს ყრის

- ნუ ურევ თეჰიონ_ გაბრაზებული ვეუბნევი და სათვალეს ვისწორებ რომელიც ოდნავ ჩამომეწია ცხვირზე.

- აბა რა ვქნა ვერ ვპოულობ_ ბუზღუნებს და ისევ ქექავს.

- არა მგონია სკივრში დამემალა რომ ვერ პოულობდე

- რას ვერ პოულობთ_ ოთახში მამა შემოდის.ჩემს ომეგა მამას სიჰიონი ქვია ალფას კი ჯონგინი (😐).

- ატმისფერ ზედას ჯიმინს რომ აქვს_ პასუხობს თეჰიონი.

- ჩემს ოთახშია,ამასწინათ მეცვა და შემოტანა დამავიწყდა_ მამას ნათქვამზე თეჰიონი თავპირის მტვრევით გარბის.

სხვის სხეულში Donde viven las historias. Descúbrelo ahora