დავბრუნდით!

843 95 34
                                    


  შუა კოცნაში მაჩერებს და გვერდით ტრიალდება.დაბნეული ვატრიალებ ჩემსკენ და თვალებში ვუყურებ.

- რა მოხდა?

- იცი ჯონგუკ,შენ მხოლოდ და მხოლოდ სექსისთვის გინდივარ და არა ისე...ხომ ხვდები..მე არ მინდა თავი გამოყენებულად ვიგრძნო...არ მინდა ერთჯერადი ვიყო და მე..._ და ის ტირის.რა ჯანდაბა ხდება ვერ ხვდება რომ მომწონს? კაი ხო რა მოხდა მომწონს.და ეხლა რა უნდა ვუთხრა მე შენ მიყვარხარ თქო? მერე რაღაც პატარა ყვავილების თაიგული ვესროლო და ჩავეხუტო? რა ჯანდაბა ვქნა ეხლა?. ქვეცნობიერი გაუაზრებლად მკარნახობს რომ ჩავეხუტო,ხოდა ვეხუტები.

- მისმინე,მე შენ არ გამოგიყენებ მომწონხარ მართლა ძალიან მომწონხარ

- სულ ხუმრობ იდიოტო

- რომ გითხრა მიყვარხარ თქო დაიჯერებ?

- არა

- ხო არც მე,_ამ სისულელეზე ორივეს გვეცინება_მაგრამ მართლა მომწონხარ,უცნაურად გამოდის მაგრამ მაინც, ბევრს გამცირებდი და გცემდი და ვერც წარმოვიდგენდი თუ მომეწონებოდი და არ.._ სიტყვას მისი ტუჩები მაწყვეტინებს...

****
 

  საღამოს ყველა დასაძინებლად წავიდა. მე თეჰიონმა და ჯიმინმა ჯიმინის ანუ ჩემს მშობლებთან მოვაგვარეთ რომ ამაღამ ჯონგუკი ხო ანუ ჯიმინის სხეული აქ დარჩებოდა,რადგან კარგად დავმეგობრდით და ყველაფერი ვაპატიე

  საწოლზე წამოწოლილი ვარ და ჭერს ვუყურებ.ჯიმინიც საწოლზე წევს,თავი ჩემს ბარძაყებზე უდევს და მუცელზე წრეებს მიხაზავს.თეჰიონი სავარძელში ზის და ტელეფონში ჰოსოკს წერს.გულს მირევს მათი სიყვარული,საერთოდ სიყვარული გულს მირევს (ჩემნაირი ეჰ:( ...)
 
- მოკლედ რამე უნდა ვქნათ ასე არ შეიძლება,სულ ერთმანეთის სხეულში ხომ ვერ იქნებით_ სევდიანი ხმით ამბობს თეჰიონი.

- და რა? რას გვთავაზობ? ნუთუ რამე შეიძლება_ გულგრილად ვიჩეჩავ მხრებს და ჯიმინის თმას თითებში ვათამაშებ.მაღლა ჩოჩდება და თავს მკერდზე მადებს.

სხვის სხეულში Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang