დასასრული

1K 99 34
                                    


- ჯიმინ სად ვიშოვი მაგას?_ ვეკითხები და ვიცინივარ როცა ტირილს იწყებს.საწოლისკენ მივდივარ და გვერდით ვუჯდები.

- ავოკადოს შოვნას რა უნდა_ ხმამაღლა ტირის.ვეხუტები იქნებ დამშვიდდეს, ღმერთო რა დავაშავე.რვა თვის ორსულია და ისე დამაგლიჯა ნერვები რომ სიცოხლის წლებს ვკარგავ.

- ვეცდები კარგი?_ ვუღიმი.წამებში წითლდება,ფეხზე ვხტები ჯანდაბა დამერხა,კარს ვაღებ და სანამ გავვარდები ზურგში ფეხსაცმელი მხვდება.

- კი არ ეცდები მომიტან! ჩქარაა_ ყვირის,მე ყურებზე ხელს ვიფარებ და გარეთ გავრბივარ.ჰოსოკს ვურეკავ.

- ჯონგუკ? ამჯერად რაღა გინდა

- ავოკადო მოუნდა შემთხვევით თქვენ ხომ არ გაქვთ?

- აა გვაქვს ხო,გუშინ ვიყიდე თეჰიონს უნდოდა

- მომიტან?

- ხო_ ტელეფონს ვთიშავ.თეჰიონი ოთხი თვის ორსულია მას მერე რაც ის და ჰოსოკი დაქორწინდნენ.მე კი მგონი ბოლო დღე იყო როცა ბედნიერი ვიყავი, ხო ქორწილი დღე ყველას ჯობდა სანამ ჯიმინს ორსულობის შემდგომი დეპრესია არ დაეწყო.კიბო გამიჩინა!

- ჯონგუკ_ ღრიალებს.ნელა შევდივარ,თავში ბალიში მხვდება,ვაღიარებ მეტკინა._ რატომ გახვედი

- შენ არ მითხარი გადიო და ავოკადო მინდაო?

- სიტყვებზე ნუ მეკიდები,ასე იმიტომ იქცევი რომ აღარ გიყვარვარ_ ტირილს იწყებს_ მე მამასთან მივდივარ,აღარ დამელაპარაკო_ ფეხზე დგება და კართან მოდის.მოიცა რამე გამოვტოვე?

- რა გჭირს პატარავ,რაზე საუბრობ_ მის სახეს ხელებში ვიქცევ და ცხვირზე ნაზად ვკოცნი.

- შენ სულ უყურადღებოთ მექცევი_ ცრემლებს იწმენდს და მეხუტება.

- რა სულელი ხარ_ მეცინება და ტუჩებზე ვკოცნი...

- აი ხედავ? ამდენი ხნის მერე პირველად მაკოცე_ ბურტყუნებს.

- რა? ბოლოს ღამით გაკოცე და ძილინებისა გისურვე.

- ხოდა დიდი ხანია_ მკერდზე მუშტს მირტყავს,ვითომ მტკივა ისე ვოხრავ,ჯიმინი იცინის.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 01, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სხვის სხეულში Where stories live. Discover now