თავი 15

588 60 2
                                    

როგორც იქნა მზიანი დილა დადგა.სხივები ოთახს ათბობდა,რაც ამელის აიძულებდა სიამოვნებისგან შეშმუშნულიყო.მან თვალები გაახილა,გაიზმორა და გაიღიმა.გოგონამ თავი იუნგის მხარეს შეაბრუნდა და იქ სიცარიელე აღმოაჩინა.

- იუნგი? - ამელიმ ბიჭს დაუძახა.პასუხი არ იყო,ამიტომაც გოგონა ადგილიდან წამოხტა და ყველა ოთახი მოიარა. - სად წავიდა? - შიშმა ისევ მოიცვა ამელი.ის მისაღებში გავიდა და დივანზე ჩამოჯდა.შემდეგ კი მზერა კომოდზე გადაიტანა. - ეს რა არის? - გოგონა ადგა და ქაღალდი აიღო.<<ისევ არ თამაშობ ჩემი წესებით.მე კი უკვე მიხაროდა.2 დღეში სამსახურიდან უნდა წამოხვიდე,მალე მოგაკითხავ და ყველასგან შორს წავალთ.დრო მოვიდა>> - გოგონას თვალები ისევ ცრემლებით აევსო.

- ამელი,უკვე გაიღვიძე? - გაისმა შემოსასვლელი კარების მოხურვის ხმა.მისაღებში ღიმილიან იუნგი შემოვიდა,მაგრამ როდესაც ამელი დაინახა,ღიმილი გაუქრა.

- სად იყავი? - დაუსვა კითხა გოგონამ და წერილი ზურგს უკან დამალა.

- შენთან ვიყავი,ნივთების წამოსაღებად, - მინმა ტანსაცმლის პაკეტი აჩვენა. - ბინა ღია რატომ იყო?და მანდ რას მალავ? - იუნგიმ ამელისაკენ ნაბიჯი გადადგა.

- არაფერს, - პაკი უკან დაიხია და სველი თვალები შეიმშრალა.

- ამელი, - იუნგიმ თავი ჩახარა.

- ყველაფერი რიგზეა,მართლა.მადლობა ტანსაცმლისთვის, - სწრაფად წარმოთქვა ამელიმ,ბიჭს ხელიდან პაკეტი გამოართვა და სააბაზანოში გავიდა.

- გასაღებს აქ დავტოვებ, - ბიჭმა ამელის ბინის გასაღები კომოდზე დადო და დივნის გასწორება დაიწყო.

Flashback.
იუნგის POV

დილით ადრე გავიღვიძე,რომ ამელის სახლში მივსულიყავი და მისი ნივთები წამომეღო.სამსახურში ჩემი ტანსაცმლით ხომ ვერ წავა.

რას ჭირს ამ ბოლო დროს?უეცრად წაიღო მისი ნივთები და თავის სახლში დაბრუნება გადაწყვიტა,ხოლო ღამით სველი დამადგა თავზე,თან ფეხსაცმლის გარეშე.გიჟი...

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now